2022 წლის დეკემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,967 ერთეული შეადგინა და 2019 წლის დეკემბერთან შედარებით 33.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
როგორც Colliers-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2021 წლის დეკემბერში აღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა, რაც გამოწვეული იყო ერთ-ერთი მსხვილი დეველოპერის მიერ ტრანზაქციების ერთიანად დარეგისტრირებით. ბაზრის ზომას რაც შეეხება, მაჩვენებელი 53%-ით, 217 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.