დამატებითი დაფინანსების გარეშე წარმოების ჯაჭვის შენარჩუნება აგრარულ სექტორში გაჭირდება

დამატებითი დაფინანსების გარეშე წარმოების ჯაჭვის შენარჩუნება აგრარულ სექტორში გაჭირდება

access_time2021-02-08 15:00:11

პანდემიაში გახსნილი 8 მაცივრიანი მეურნეობა - სომა მაცივარი, პანდემიის შემდეგ  რამდენად შეძლებს მუშაობას, პარტნიორი ბანკის კეთილ ნებაზეა, რომელმაც 1 წლიანი გადავადების შემდეგ, მსესხებელს და თანამსესხებელს ვალდებულების გასტუმრება უკვე შეახსენა.

 

 

სომა მაცივრის დამფუძნებელი (50%-იანი მეწილე)  მამუკა მიქაშავიძე მიიჩნევს, რომ  ₾ 2. 3 მლნ -იან საინვესტიციო პროექტს ახლა კრიზისგეგმა სჭირდება და თანმიმდევრული პოლიტიკა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

 

 

პანდემიის კრიზისის და ლოქდაუნის გარდა, რამაც კლიენტების აქტივობა გაანულა, გასათვალისწინებელია გაძვირებული ელექტროენერგიაც, რაც დანახარჯებს ზრდის და შესაბამისად მომსახურებას აძვირებს.  მამუკა მიქაშავიძის  თქმით, 11 თეთრით, 32 თეთრამდე გაძვირების გამო, ₾1 800 -ის  ნაცვლად ₾3 600 -ის გადახდა უწევს.  მეურნეობა, რომელსაც მუდმივი დენი ესაჭიროება და 6 თვის განმავლობაში დენის წყაროდან 1 საათიც არ გამორთულა, გახსნის დღიდან (მარტიდან ) 1/2 სიმძლავრით (4 მაცივრით)  მუშაობს.

 

 

გამოსავალი ისევ ბიზნესმა გამონახა, მაცივრებში კახელების  ხილ-ბოსტნეულია და მხარეთა შეთანხმებით ელექტროენერგიის საფასურსაც ის  იხდის. მამუკა მიქაშავაძის თქმით, მომსახურების ფასის განულების შეღავათი ფორსმაჟორის გათვალისწინებითაა და ასე იქცევა სხვა ბიზნესიც  საიჯარო  და სხვა  თანხებზე.

 

 


მისივე ინფორმაციით, თებერვალში, პარტნიორი თიბისი ბანკის რისკის ოფიცერმა გადავადებული ვალდებულებების დაფარვა მოითხოვა. სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის მფლობელს მიაჩნია, რომ სააგენტომ საკითხი მთავრობასთან უნდა გაარკვიოს, მთავრობამ კი ბანკთან. რადგან კერძო სექტორი, 1 წლიანი ლოქდაუნის შემდეგ, ბიზნესის ამუშავებას, თანამშრომელთა დაკმაყოფილებას, კრიზისთან გამკლავებასთან ერთდროულად, გადავადებული დავალიანების გასტუმრებას ვერ შეძლებს.

 

 

მამუკა მიქაშავიძის ინფორმაციით, $ 578,000 ღირებულების პროექტში, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 232 000 აშშ დოლარია  და $289 000  მოცულობის  11%-იანი (წლიური განაკვეთი) შეღავათიანი აგროკრედიტი, პროცენტის 10%-იანი თანადაფინანსებით.

 

 

 

„სოფლის განვითარების სააგენტოსთვის პრიორიტეტია აღნიშნული ტიპის ინფრასტრუქტურის შექმნა. აგრარული წარმოების ღირებულებათა ჯაჭვში, უმნიშვნელოვანესია მოსავალის დროული დასაწყობება და შესაბამის პირობებში შენახვა. სახელმწიფოს მხრიდან, მომავალშიც არაერთი მსგავსი ტიპის პროექტი იქნება მხარდაჭერილი“, -  განაცხადა პრეზენტაციაზე  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა.

 

 

მამუკა მიქაშავიძეს, დაფინანსების გარეშე, წარმოების ჯაჭვის შენარჩუნება ეეჭვება, აგრაგრულ სექტორში და სხვა პროფილის  ბიზნესებშიც. განსაკუთრებით მცირე საწარმოებს გაუჭირდება.

 

 

თავად  ხამანწკების სეზონი დაუდგა.  კონცეფციით ადგილობრივი ინვესტორი   უკეთესია, ის  რამდენიმე საწარმოს ამუშავებს (ზღვის პროდუქტების მეურნეობა და პროდუქტების შოკური გაყინვა).

 


GBC






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up