2020 წლის III კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, კომერციული ბანკების საკრედიტო აქტივობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,133,026,176 ლარით გაიზარდა. თუ 2020 წლის III კვარტალში კომერციული ბანკების მთლიანი სესეხების მოცულობამ 36,280,742,293 ლარი შეადგინა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 30,147,716,117 ლარი იყო.
ანგარიშგებების მიხედვით, 2020 წლის III კვარტალში, „თიბისი“ ბანკის მთლიანმა სესხებმა 14,295,006,527 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 11,658,469,951 ლარი იყო. „თიბისი“ ბანკის მთლიან სესხებში უცხოური ვალუტით გაცემულმა სესხებმა 61% შეადგინა.
2020 წლის III კვარტალში მთლიანი სესხების ოდენობით მეორე ადგილას „საქართველოს ბანკია“. ბანკის მთლიანი სესხები შესაბამის პერიოდში 12,669,526,430 ლარს გაუტოლდა, მაშინ როდესაც 2019 წლის მესამე კვარტალში 10,653,497,440 ლარი იყო. მთლიან სესხებში უცხოური ვალუტით გაცემულმა სესხებმა კი 58.14% შეადგინა.
ანალოგიურ პერიოდში „ლიბერთი ბანკმა“ 1,507,566,774 ლარის მთლიანი სესხი გასცა და რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა, საიდანაც უცხოური ვალუტით გაცემულმა სესხებმა კი 22.32% შეადგინა. 2019 წლის მესამე კვარტალში კი ბანკის მთლიანი სესხების მოცულობამ 1,201,810,708 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მთლიანი სესხების მოცულობას, ასე გამოიყურება:
- „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ - 1,352,499,085 ლარი (2019 წლის III კვარტალში - 1,134,544,387 ლარი);
- „პროკრედიტ ბანკი“ - 1,201,810,708 ლარი (2019 წლის III კვარტალში - 1,114,635,542 ლარი);
- „ბაზისბანკი“ - 1,038,758,895 ლარი (2019 წლის III კვარტალში 943,045,280 ლარი);
- „ბანკი ქართუ“ - 1,032,689,447 ლარი (2019 წლის III კვარტალში - 862,641,755 ლარი);
- „კრედობანკი“ - 1,025,340,461 ლარი (2019 წლის III კვარტალში - 766,517,150 ლარი);
- „ტერაბანკი“ - 896,404,219 ლარი (2019 წლის III კვარტალში - 725,614,140 ლარი);
- „ხალიკ ბანკი საქართველო“ - 484,587,734 ლარი (2019 წლის III კვარტალში 404,847,140 ლარი);
- „პაშა ბანკი საქართველო“ - 317,013,477 ლარი (2019 წლის III კვარტალში 286,726,737 ლარი);
- „იშბანკი საქართველო“ - 204,879,272 ლარი (2019 წლის III კვარტალში 127,538,157 ლარი);
- „ფინკა ბანკი საქართველო“ - 189,123,340 ლარი (2019 წლის III კვარტალში 203,590,749 ლარი);
- „ზირაათ ბანკი საქართველო“ - 51,501,537 ლარი (2019 წლის III კვარტალში 46,299,667 ლარი);
- „სილქ როუდ ბანკი“ - 14,034,387 ლარი (2019 წლის III კვარტალში 17,937,314 ლარი).
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის III კვარტალში მხოლოდ „ფინკა ბანკი საქართველოს“ და „სილქ როუდ ბანკის“ მთლიანი სესხების მოცულობა შემცირდა, დანარცენი ბანკების შემთხვევაში კი ზრდა დაფიქსირდა.