„ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ პანდემიის პირობებში გაყიდვების მაჩვენებელი არ შეცვლია. განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში მზის სათვალეებზე მოთხოვნა მაღალია და გაყიდვების მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მსგავსია“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ საფილო ჯგუფის ახალი ბრენდის „თორელის“ ბრენდ-მენეჯერმა ჯული ჯანგავაძემ განუცხადა.
„თორელის“ ბრენდ-მენეჯერის განმარტებით, კომენდანტის საათის დროსაც კი შესყიდვები ონლაინ ხდებოდა და გაყიდვების თვალსაზრისით წინა წლის ანალოგიური პერიოდის მსგავსი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
„მზის სათვალეების გარდა ოპტიკურ ჩარჩოებზეც ვმუშაობთ და მოთხოვნა არც მათზე შემცირებულა. ჩვენთან წარმოდგენილია ძვირადღირებული ბრენდები და ბევრი ერთგული მომხმარებელი გვყავს, რომლებიც სათვალეებს პანდემიის პირობებშიც აქტიურად იძენენ. ბოლო თვეების განმავლობაში მოთხოვნა და გაყიდვები არ შემცირებულა, კომენდანტის საათის დროსაც კი შესყიდვები ონლაინ აქტიურად ხდებოდა. ამჟამად 9 ფილიალი გვაქვს, ყველა გახსნილია და კიდევ ვგეგმავთ დამატებას, თუმცა სად იქნება ახალი ფილიალი ჯერჯერობით არ ვიცით“, - განმარტავს ჯული ჯანგავაძე.
შეგახსენებთ, რომ „თორელი“ საფილო ჯგუფის ახალი ბრენდია, რომელიც GUCCI-ს, JIMMY CHOO-ს, ELIE SAAB-ის, Bottega Veneta-ს, Alexander McQueen-ის, Givenchy-ს, Stella McCartney-ს, MARC JACOBS-ის, FENDI-ს, HUGO BOSS-ის, MOSCHINO-სა და სხვა მრავალი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ნინო თამაზაშვილი