პანდემიის პირობებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დორტმუნდიდან პირველი ავიარეისი შესრულდა

პანდემიის პირობებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დორტმუნდიდან პირველი ავიარეისი შესრულდა

access_time2020-12-19 12:30:07

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საახალწლო პერიოდში ავიარეისების მიღება განაახლა." ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა პანდემიის პირობებში, დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით, პირველი ავიარეისი შეასრულა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ჯამში დღეს 181 მგზავრს მოემსახურა. მგზავრებს აეროპორტში ქალაქ ქუთაისის ახლადარჩეული მერი, იოსებ ხახალეიშვილი დახვდა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ორგანიზებით, როგორც გამფრენ, ისე ჩამომფრენ მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი-დორტმუნდის საჰაერო ხაზზე საახალწლო პერიოდში 3 რეისს განახორციელებს. მომდევნო რეისები 25 დეკემბერს და 8 იანვარს შესრულდება. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის რეისი COVID 19-ის პანდემიის დროს დაწესებული ყველა რეგულაციით შესრულდა.

იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საახალწლო პერიოდში ფრენების განახლება, მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე მოსახლეობისთვის. მან იმედი გამოთქვა, რომ გაზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ჩვეული ინტენსივობით აღდგება.


ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისი-დორტმუნდის საჰაერო ხაზზე საახალწლო პერიოდში 3 რეისს განახორციელებს. მომდევნო რეისები 25 დეკემბერს და 8 იანვარს შესრულდება. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის რეისი COVID 19-ის პანდემიის დროს დაწესებული ყველა რეგულაციით შესრულდა.

„მოხარულები ვართ, რომ საახალწლო პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ავიარეისი განხორციელდება. დღეს ავიაკომპანია Wizz Air-მა პანდემიის პირობებში, დორტმუნდიდან ჩვენს აეროპორტში და პირიქით, რეგულაციების სრული დაცვით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. გვსურს მგზავრებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, COVID 19- ის პირობებში ფრენისას დაწესებული რეგულაციები: ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები, გამცილებლის გარეშე. გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ ბავშვისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. ასევე. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ შენობაში არ დაიშვებიან,-‘’განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მენეჯერის მოადგილე გაგა სანიკიძემ.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გერმანიის ქალაქ დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისები 2016 წლიდან ხორციელდებოდა.

„შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის გადმოკვეთამდე, უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ სახელმწიფო საზღვარზე, დაექვემდებარებიან 8 დღიან თვითიზოლაციას, PCR ტესტის არ ქონის შემთხვევაში, კარანტინის ნაცვლად, 12 დღიან თვითიზოლაციაში გადავლენ. რაც შეეხება საზღვრის კვეთის კუთხით გერმანიის მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს, ტურისტებისთვის, უვიზოდ მგზავრობა გერმანიაში ჯერჯერობით ნებადართული არ არის. შესვლაზე შეზღუდვა არ ვრცელდება ვიზის არსებობის შემთხვევაში. სხვა დანარჩენი პირებისათვის (ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი; მაღალკვალიფიციური მუშახელი, სტუდენტები რიგ შემთხვევაში) გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა დაშვებული იქნება მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up