პანდემიის პირობებში შეფუთულ ბოსტნეულზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა - ამის შესახებ კომპანია „ჰერბიას“ მენეჯერმა დავით ჯანელიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ამავე პერიოდში, კერძოდ კი 2021 წლის ბოლოს მწვანილების, ბოსტნეულის და პესტოს სოუსების შემდეგ, „ჰერბიამ“ ბაზარზე ვაკუუმში შეფუთული რძისა და ხორცპროდუქტებიც გამოიტანა.
დავით ჯანელიძე ამბობს, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია და მიმდინარე წელს, მინიმუმ 3 ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავენ.
„პანდემიის დროს შეფუთულ მწვანილსა და ბოსტნეულზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა. თუმცა, ჯერ მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი გვაქვს ათვისებული. ექსპორტზე ძალიან მცირე რაოდენობა გაგვაქვს, ისიც სეზონურად ბულგარეთში.
რაც შეხება გასულ წელს, წლის ბოლოს მიტანის სერვისი დავამატეთ, სადაც ბოსტნეულთან ერთად წარმოდგენილია დაფასოებული ხორცი ვაკუუმში, რძის პროდუქტები, სოფლის ქათამი და ა.შ. რომელთა ძირითადი ნაწილი წარმოებულია იმერეთში. წელს, მიტანის სერვისის გაფართოებასთან ერთად, ვგეგმავთ, ,,ჰერბიას“ 3 ბრენდული მაღაზიის გახსნას თბილისში. მოთხოვნის შემთხვევაში კი, ობიექტების დამატება გვსურს რეგიონებშიც“, - განაცხადა ჯანელიძემ.
ცნობისთვის, წყალტუბოში მდებარე „ჰერბიას“ მაღალტექნოლოგიურ საწარმოს დღეში 1000 ერთეული პროდუქტის გამოშვება შეუძლია. სასათბურე მეურნეობა ჯამში 25 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული, სადაც წელიწადში 2 000 ტონამდე ბოსტნეული იწარმოება. ამ დროისთვის კომპანიაში 200-მდე ადამიანია
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“