პანდემიის საკითხზე საკონსულტაციო ჯგუფი ნიდერლანდების მთავრობას ნაწილობრივი ლოკდაუნის დაწესების რეკომენდაციით მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს კაბინეტი, სავარაუდოდ, პარასკევს მიიღებს გადაწყვეტილებას ახალი ზომების შესახებ. როგორც წესი, ნიდერლანდების მთავრობა ხშირად ასრულებს ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციებს.
შესაძლო ზომები ისეთ ნაბიჯებს მოიცავს, როგორიცაა ღონისძიებების გაუქმება, თეატრებისა და კინოთეატრების დახურვა და კაფეებისა და რესტორნების სამუშაო საათების შემცირება.
საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციის თანახმად, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ნაწილობრივი ლოკდაუნის შემდეგ, საზოგადოებრივ ადგილებში შესვლა იმ ადამიანებით უნდა შემოიფარგლოს , რომლებიც სრულად აცრილნი არიან ან კორონავირუსისგან ახლახან გამოჯანმრთელდნენ.
2 ნოემბერს, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ნიდერლანდებში შეზღუდვები დაწესდა. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ინფიცირების ბოლოდროინდელი ზრდის შენელების მიზნით, კვლავ საჭირო გახდება პირბადის ტარება.
გარდა ამისა, კორონავირუსის საშვის გამოყენება, რომელიც ვაქცინაციას ან კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხს ადასტურებს, 6 ნოემბრიდან საზოგადოებრივ ადგილებში გაფართოვდა, მათ შორის მუზეუმებში, სპორტული დარბაზებსა და გარე ტერასებზე.
imedinews.ge