„პანდემიის შედეგებს ავიაკომპანიები 2021 წელს და შემდგომ უფრო ნათლად დაინახავენ და იგრძნობენ„ - ავიაციის ექსპერტი

„პანდემიის შედეგებს ავიაკომპანიები 2021 წელს და შემდგომ უფრო ნათლად დაინახავენ და იგრძნობენ„ - ავიაციის ექსპერტი

access_time2021-03-11 17:45:45

COVID-პანდემიის შედეგად საავიაციო ბაზარზე გადაჯგუფებები დაიწყო. მსხვილმა კომპანიებმა კიდევ უფრო გამსხვილება დაიწყეს. კომპანიების ნაწილს კი გაჩერება და ბაზრის დატოვება ემუქრება. საავიაციო კომპანია Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი იგორ აფციაური ამ ეტაპზე ხსნას ბაზრების კონსოლიდაციაში ხედავს. ექსპერტი ამბობს, რომ მისი პროგნოზები მართლდება.

 

აღნიშნულ საკითხზე ჩვენ შარშანაც ვსაუბრობდით. პანდემიის შედეგებს კომპანიები 2021 წელს და შემდგომ უფრო ნათლად დაინახავენ და იგრძნობენ. ამ ფონზე მოხდება ძალიან ბევრი კომპანიის შერწყმა. მსხვილი კომპანიები შეისყიდიან პატარა კომპანიებს და მოხდება ბაზრების კონსოლიდაცია. განსაკუთრებით ევროპაში, სადაც ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ვვარაუდობთ, რომ კიდევ ბევრი ავიაკომპანიისა თუ ზოგადად საავიაციო კომპანიის კონსოლიდაცია მოხდება. სხვანაირად ეს სფერო ვერ გადარჩება”, - აცხადებს აფციაური.

 

მისი რეკომენდაციაა, რომ ანალოგიურად მოხდეს საქართველოს ბაზარზეც, რათა საავიაციო ბიზნესი კრიზისიდან დროულად გამოვიდეს.

 

ჩვენთვისაც, როგორც პატარა ქვეყნებისთვის რომელთაც ისედაც მცირე შიდა ბაზარი აქვთ, საჭიროა სწრაფად მოხდეს ბაზრის კონსოლიდაცია, გაერთიანება, შერწყმა სხვადასხვა კომპანიებს. სწორედ ასეა შესაძლებელი კრიზისიდან თავის დაღწევა და რამდენიმე წელიწადში ძველ ნიშნულს დაბრუნება”, მიიჩნევს Aero Georgia Group-ის დამფუძნებელი.

 

იგორ აფციაური გამსხვილებების პარალელურად ბაზარზე ფასების ზრდასაც პროგნოზირებს.


 

“ამ ეტაპზე ფასები 30%-ითაა გაიაფებული, მაგრამ თანდათანობით როდესაც სიტუაცია გამოსწორდება და ბაზარზე ერთი დიდი მონსტრი იქნება, ფასებიც გაიზრდება”, განმარტავს აფციაური.

 

ცნობილი ხდება, რომ AerCap– სა და GECAS– ს ბაზარზე თვითმფრინავების ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი პორტფელი აქვთ, რომელთა უმსხვილესი მომხმარებლები არიან მსოფლიოს უდიდესი ავიაკომპანიები.

 

ბლუმბერგის თანახმად, ცნობილი წყარო აღნიშნავს, რომ პოტენციური გარიგების ღირებულება $30 მილიარდს შეადგენს. საერთო ჯამში, ორ გამქირავებელს თითქმის 3,000 თვითმფრინავის პარკი ექნება, რომელსაც ფლობენ, მართავენ ან შეკვეთას იღებენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომპანიები მსოფლიოში უდიდესია, ორივემ მძიმედ განიცდა მსოფლიში პანდემიის გამო შექმნილ კრიზისი.

 

GECAS–ი დაახლოებით 1,650 თვითმფრინავს ფლობს. ხოლო, AerCap–ს 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საკუთრებაში ან მართვაში მყოფ 1130–ს. ამრიგად, საერთო თვითმფრინავების პორტფელი 2 980 იქნება.

 

avianews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up