პანდემიის შემდეგ, კანადაში უძრავი ქონების ფასები 50%-მდე გაიზარდა - გურამ ძებისაშვილი

პანდემიის შემდეგ, კანადაში უძრავი ქონების ფასები 50%-მდე გაიზარდა - გურამ ძებისაშვილი

access_time2022-12-11 12:30:58

რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში, უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტმა გურამ ძებისაშვილმა, რომელიც მრავალი წელია კანადაში ცხოვრობს, პანდემიის შემდეგ კანადის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა გააკეთა. მისი თქმით, პანდემიის დროს კანადის უძრავი ქონების ბაზარზე „ჯერ ყველაფერი გაიყინა, მერე კი ფასები 50%-მდე გაიზარდა.“

 

 

„პიკი შარშან იანვარ-თებერვალში გვქონდა. მაშინ უძრავ ქონებაზე ფასები დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. ეს ძალიან არასასიამოვნო სიურპრიზი იყო. ბევრი პანიკამ მოიცვა. ამის შემდეგ, რაღაც პერიოდი საერთოდ შევაჩერეთ ტრანზაქციები. ვერავინ ვერაფერს ყიდდა და ყიდულობდა, მერე ნელ-ნელა თვეების განმავლობაში ბაზარი გამოცოცხლდა, მაგრამ ფასებმა ყოველკვირეულად განაგრძობდა ზრდას,“ - იხსენებს გურამ ძებისაშვილმა.

 

 

მისი თქმით, ისევე როგორც ევროპასა და ამერიკაში, კანადაშიც მაღალი ინფლაციაა. ადრე თუ 120 კვ მ-ის ფართობის სახლი 80 000 კანადური დოლარი ღირდა, ახლა 800 000 ღირს.

 

„რაც შეეხება კომერციულ ფართებს, პანდემიის დროს ოფისები დაცარიელდა, ქირას ვეღარ იხდიდნენ, ვერც ყიდდნენ და იმის შიში იყო, რომ ყოველთვის ასე იქნებოდა. კარგია რომ ეს არ გამართლდა. ჩვენთან დიდი კომპანიების - Google-ის და IT კომპანიების ოფისებია და ხელმძღვანელები ცდილობენ, რომ თანამშრომლები ოფისებში დააბრუნონ,“ - გვითხრა გურამ ძებისაშვილმა.

 


მისი თქმით, კანადაში უძრავი ქონების შეძენის ძირითადი გზა საბანკო სესხია და საპროცენტო განაკვეთი აქაც გაზრდილია.

 


„ინფლაციამ 6%-ს მიაღწია. თუ პანდემიამდე ადამიანი იპოთეკურ სესხში 3 000-ს იხდიდა, დღეს 5 000 იხდის და ეს უზარმაზარი სხვაობაა,“ - ამბობს გურამ ძებისაშვილი.

 


მისი თქმით, კანადაში ყველაზე დიდი მოთხოვნა IT სპეციალისტებზეა, მათ შორის ემიგრანტ IT სპეციალისტებზე. მათ უფრო უიოლდებათ ქვეყანაში დასაქმება და შემდეგ მოქალაქეობის მიღება. გურამ ძებისაშვილმა ისიც თქვა, რომ IT სპეციალისტებთან ერთად, კანადაში დიდი მოთხოვნაა სატვირთო მანქანების მძღოლებზეც. „მშენებლებზე ნაკლები მოთხოვნაა, რადგან ქვეყანაში ამ დარგის სპეციალისტები საკმარისად ჰყავთ“, აცხადებს გურამ ძებისაშვილი

 


მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 

 

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up