მომდევნო თვეში, რომის პაპი ფრანცისკეიტალიის ქალაქ ასიზის ეწვევა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
იტალიაში ახალი კორონავირუსისპანდემიის გამოცხადებისდან, თებერვლის შემდეგ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა პაპი რომიდან გავა.
პაპი ასიზიში 3 ოქტომბერს გაემგზავრება. ესაა ფრანცისკე ასიზელის დღესასწაულის წინა დღე, რომელსაც კათოლიკური სამყარო 4 ოქტომბერს აღნიშნავს.
ენციკლიკაში (რომის პაპის წერილი) აღნიშნულია, რომ დღესასწაული დახურულ წრეში, მორწმუნეთა დასწრების გარეშე აღინიშნება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 272 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, 35 ათასზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.
Imedinews