საქართველოს კრაფტ მეწარმეობის აკადემია ფილიალს აზერბაიჯანშიც გახსნის

საქართველოს კრაფტ მეწარმეობის აკადემია ფილიალს აზერბაიჯანშიც გახსნის

access_time2021-11-22 11:00:33

მცირე სამეწარმეო ბიზნესის განვითარების, საწარმოო პროცესის გაუმჯობესებისა და ბიზნესის გაფართოების მიზნით საქართველოში კრაფტ მეწარმეობის აკადემია შეიქმნა. საქართველოს მცირე მეწარმეთა ასოციაციის ბაზაზე დაფუძნებული აკადემია წარმოადგენს უნიკალურ სასწავლო პლატფორმას მათთვის, ვისაც უნდა დაიწყოს მიკროწარმოება და გახდეს მეწარმე.  


როგორც  კრაფტ მეწარმეობის აკადემიის დამფუძნებელი დავით ქადაგიშვილი ,,კომერსანტთან“ განმარტავს, პროგრამა შემუშავებულია სპეციალურად კრაფტ მეწარმეებისათვის და ასწავლის მათ, როგორ დაგეგმონ და მართონ მარკეტინგი საკუთარ კრაფტ წარმოებაში.



რაც შეეხება ტერმინს კრაფტ მეწარმება გულისხმობს ნებისმიერი სფეროს ნაწარმის შექმნას, რომელიც ხელით სრულდება და მანქანა-დანადგარის როლი მინიმუმამდეა დაყვანილი.



,,კრაფტ მეწარმეობა ნიშნავს წარმოების ისეთ პროცესს, როდესაც სამუშაოს 50% ადამიანის ხელით სრულდება.  ფაქტობრივად ეს არის ჰიბრიდული წარმოების პროცესი, რაც კომერციულად მომგებიანია მეწარმეთათვის და მომხმარებლებლისთვისაც, ვინაიდან ხარისხიანი პროდუქტის მიღების შესაძლებლობა ეძლევათ.

ჩვენი კრაფტ მეწარმეობის აკადემია პირველია არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში, ონლაინ ვასწავლით სინქრონიზებულად კრაფტ წარმოების ყველა დეტალს, როგორც ტექნონოლოგიურ პროცესს - შეფუთვა, დაფასოება და სხვა, ასევე ვიდეო ჩვენების საშუალებით ვასწავლით, როგორ განხორციელდეს ეს ყველაფერი პრაქტიკაში. როდესაც ვამბობთ, რომ ონლაინ საწავლება ახალ საფეხურზე აგვყავს, ამაში იგულისხმება სწავლების მაღალი დონე. შესაბამისად, ყველა ჩვენ კურსდამთავრებულს ეძლევა მათთვის შექმნილი სპეციალური სახელმძღვანელო, ე.წ. გაიდლაინები, სადაც შეუძლიათ, რომ უკვე  დამოუკიდებლად მიჰყონ ხელი კრაფტ წარმოებას. ვუწევთ ასევე დამატებით კონსულტაციას, ვისაც დასჭირდება“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ დავით ქადაგიშვილი.




„ამ ეტაპზე კრაფტ მეწარმეობის აკადემაში გადიან ჩირის და საკონსერვო პროდუქტების წარმოების კურსსი, ასევე ისწავლება კრაფტ საპნების წარმოება, რასაც დაემატება რძის პროდუქტების, ძეხვეულის და სხვა პროდუქტების კრაფტ წარმოების მოდულები. ვფიქრობთ, კრაფტ მეწარმეობა  მნიშვნელოვანი პროცესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით, რადგან ეკონომიკის სექტორული დაყოფა საშუალებას იძლევა, უფრო ეფექტურად განვითარდეს თითოეული სფერო და  მეწარმე სუბიექტები“, - ამბობს დავით ქადაგიშვილი.



რაც  შეეხება პანდემიური პერიოდის გამოწვევას, ქადაგიშვილის თქმით, ეს არის განათლების დეფიციტი, რაც აგროწარმოებაში დიდი ჩამორჩენის მიზეზია.



,,აგროწარმოებას ჩვენ ვეხმარებით ტექნოლოგიური პროცესის წსწორად წარმართვაში.  საქართველოში რამდენიმე სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც მეწარმეს საშუალებას აძკლევს მიიღოს დაფინანსება, ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ზუსტად არც იციან წარმოების ტექნოლოგია, ისე იღებენ დაფინანსებას. მამა-პაპისეული მეთოდით წარმოება ერთია, მაგრამ  ტექნიკური პროცესიც მნიშვნელოვანია, კომერციალიზაცია, რამაც მომგებიანი უნდა გახადოს ბიზნესი. დღეს ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა სექტორისთვის, წარმოების ზრდა და რეალზიაცია, რაც შემდეგში ოჯახების შემოსავლებსა და მათ კეთილდღეობაზე უნდა აისახოს“, - ამბობს ქადაგიშვილი.



ცნობისთვის, კრაფტ მეწარმეობის აკადემია პანდემიური პერიოდში, 2020 წელს დაფუძნდა. ამ ეტაპზე მას 300-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.



სწავლების საფასური 300-დან 500 ლარამდე მერყეობს.



კრაფტ მეწარმეობის აკადემიის დამფუძნებელი, საქართველოს შემდეგ, სტარტს აზერბაიჯანისკენ აიღებს, სადაც ახალი მოდელის დანერგვა 2022 წელს გეგმავს.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up