პანიკის საფუძველი დიდი ხანია გვაქვს, თაობები გაიზარდა ისე, რომ სათამაშოების არანაირი კონტროლი არ ხდებოდა - ვახტანგ კობალაძე

პანიკის საფუძველი დიდი ხანია გვაქვს, თაობები გაიზარდა ისე, რომ სათამაშოების არანაირი კონტროლი არ ხდებოდა - ვახტანგ კობალაძე

access_time2023-01-26 18:30:18

მოწმდება თუ არა ქართულ ბაზარზე შემოსული სათამაშოები და რამდენად ხშირია დარღვევები. ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ ისაუბრა.

 

 

 

მისი თქმით, კონტროლის მექანიზმები საკმარისი არაა და ის უფრო ეფექტური და მასშტაბური უნდა იყოს, მათ შორის უნდა მოიცავდეს გაცილებით მეტ ქიმიურ ნივთიერებას.

 

 

 

„რამდენიმე პრობლემაა, მათ შორის ის, რომ მოთხოვნები, რომელიც ჩვენთან მოქმედებს, არ ეხება ქიმიური ნივთიერებების ძალიან დიდ ნაწილს. მაგალითად, 2016-2017 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ შეამოწმა სათამაშოს 44 ნიმუში ფტალატების შემცველობაზე, რომელიც პლასტმასის დამარბილებლად გამოიყენება და 21-ში აღმოჩნდა გადაჭარბებული ოდენობა. ეს ფტალატები ევროკავშირის ბაზარზეც საკმაოდ ხშირადაა აღმოჩენილი და საკმაოდ დიდი ხნის პრობლემაა. საქართველოში ფტალატები არ ექვემდებარება არანაირ კონტროლს. არის კიდევ ძალიან ბევრი ნივთიერება, რომელიც ჩვენთან არც რეგლამენტირდება საერთოდ,“ - განაცხადა ვახტანგ კობალაძემ. მისი თქმით, შესაბამისი უწყებები აცხადებენ, რომ მუშაობა მიმდინარეობს თუმცა ხელშესახები შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.

 

 

 

ვახტანგ კობალაძის თქმით, საფრთხის შემცველი სათამაშოების პირობებში თაობები გაიზარდა.

 

 


 

„პანიკას უნდა მივცემოდით დიდი ხნის წინ, როდესაც ეს კონტროლი გაუქმდა და თაობები გაიზარდა ისე, რომ არანაირი კონტროლი არ ხდებოდა და არანაირი მოთხოვნები არ არსებობდა. პანიკის საფუძველი დიდი ხანია გვაქვს.“- აღნიშნა ვახტანგ კობალაძემ. მისი თქმით,  საფრთხის შეუიარაღებელი თვალით აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია, თუმცა არსებობს ელემენტარული ნიშნებიც, რისი შემჩნევის შემთხვევაშიც სათამაშო საფრთხის შემცველად უნდა მივიჩნიოთ.

 

 

 

„შეუიარაღებელი თვალით რომ აღმოაჩინოს ადამიანმა ეს თითქმის შეუძლებელია. მარტივი ხერხია ის, რომ არ უნდა იყიდოს ისეთი სათამაშო, რომელიც ვიზუალურად ცუდად გამოიყურება, საღებავი ადვილად ძვრება, აქვს სპეციფიკური სუნი და ასე შემდეგ. გარდა ამისა გაითვალისწინოს ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება როგორც ჩვენთან, ასევე ევროკავშირის შესაბამის საიტებზეც. საფრთხეები ადგილობრივი წარმოების სათამაშოებიდანაც შეიძლება მოდიოდეს და იმპორტულიდანაც. ის რომ მასალა არის ხე, არაა იმის გარანტი რომ უსაფრთხოა.“ - აღნიშნა მან.

 

 

ვახტანგ კობალაძის თქმით,  მსოფლიოს სათამაშოების ბაზარზე ჩინეთის პროდუქცია ჭარბობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ საფრთხის შემცველი სათამაშოები სხვა ქვეყნების წარმოებაში არაა. ვახტანგ კობალაძეს მიაჩნია, რომ საფრთხის შემცველი პროდუქციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფილტრი  უნდა იყოს საბაჟო.

 

 

„ეს შემოწმება უნდა ეფუძნებოდეს რისკების შეფასებას. ეს უნდა ხდებოდეს პერიოდულად და სისტემატურად. ჩვენთან რისკების შეფასების მექანიზმი არ არსებობს, არის ზედაპირული მიმოხილვა.“- განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.

 

 

კვლევების ცენტრის კოორდინატორმა საფრთხის შემცველი სათამაშოების მიერ მიყენებულ ზიანზეც  ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაავადებების სპექტრი ძალიან ფართოა:

 

 

„ზიანის სპექტრი ძალიან ფართოა და სწორედ იმიტომ არის რეგლამენტირებული, ეს ფტალატები იწვევს უშვილობას და თირკმელების დაზიანებას, როდესაც ბავშვი სისტემატურად მოიხმარს ასეთ სათამაშოებს, წლების მანძილზე ავითარებს სხვადასხვა დაავადებებს, რომელთა გამომწვევი მიზეზიც ადამიანმა საერთოდ ვერ გაარკვიოს და ზრდასრულ ასაკში იჩინოს თავი. როგორ არიოს სიმსივნის გამომწვევი, ენდოკრინოლოგიური სისტემის დამაზიანებელი, განვითარების შემაფერხებელი,“ - აღნიშნა ვახტანგ კობალაძემ. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯია რომ კონტროლი დაიწყო, თუმცა კონტროლის მექანიზმი აბსოლუტურად არასაკმარისია და მასშტაბები და სიღრმე გასაზრდელია.




შეგახსენებთ, 2021 წლიდან 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, 31 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებულ 77 სათამაშოს დოკუმენტური შემოწმების შემდეგ, რეალიზაცია შეუჩერდა, ტექნიკური შემოწმების საფუძველზე კი, რიგი შეუსაბამობები გამოვლინდა სათამაშო ფრჩხილის ლაქის ნაკრებში, მუსიკალურ სათამაშო ქსილოფონსა და 8 სახეობის ტყლარწში. 


 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up