81 წლის ასაკში ცნობილი დიზაინერი, „პანკის დედოფლად“ წოდებული ვივიენ ვესტვუდი გარდაიცვალა. როგორც მოდის სახლი იუწყება, ვივიენ ვესტვუდი 29 დეკემბერს საკუთარი ოჯახის გარემოცვაში ლონდონში გარდაიცვალა.
„მსოფლიოს სჭირდება ვივიენის მსგავსი ხალხი, რათა ის უკეთესობისკენ შეიცვალოს", - წერია მოდის სახლის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.
მალკოლმ მაკლარენის წყალობით, მისი სახელი სექს პისტოლზს უკავშირდება, რომელთან ერთადაც 1970-იან წლებში კინგზ როუდზე, ლონდონში ბუტიკი სახელწოდებით „სექსი“ ჰქონდა გახსნილი. ბოლო წლებში, ვივიენ ვესტვუდი პოლიტიკურ აქტივიზმსაც ეწეოდა და მონაწილეობდა გარემოს დაბინძურების საწინააღმდეგო დემონსტრაციებში. 2006 წელს, დედოფალმა ელისაბედ II-მ ვივიენ ვესტვუდს ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიანიჭა.