პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა სახელმწიფოს სტრასბურგში დავა მოუგეს

პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა სახელმწიფოს სტრასბურგში დავა მოუგეს

access_time2022-12-15 16:50:49

„არა პანორამას“ აქციის 7-მა მონაწილემ საქართველოს სტრასბურგში დავა მოუგო. საქმე ეხება 2015 წლის 19 ივლისის აქციას, რა დროსაც პოლიციამ რამდენიმე პირი ბანერის, პანორამა არა *ლე დაჭერის შემდეგ დააკავა. გადაწყვეტილება დღეს, 15 დეკემბერს გახდა ცნობილი.

 

ევროსასამართლო აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრების უფლება) დარღვევას, მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) გათვალისწინებით. შედეგად, კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს დაევალა, თითოეულ მომჩინავს გადაუხადოს გადაწყვეტილების ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში: 40 ევრო მატერიალური ზიანისთვის [ადგილობრივი სასამართლოს მიერ დაკისრებული 100-ლარიანი ჯარიმა] და 1000 ევრო მორალური ზიანის გამო.


2015 წლის 19 ივლისს თბილისის საკრებულოს წინ, „თბილისი პანორამას“ პროექტის გაპროტესტების მიზნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა უმრავლესობას ეჭირა ბანერები, რომელზეც გამოსახული იყო არა პანორამას!, სოლოლაკის გორა თბილისის მთავარი იდენტობაა! და ჩვენ არ გავჩერდებით!.

 

ერთ-ერთ მონაწილეს და მომჩივანს ეჭირა ბანერი წარწერით “პანორამა არა, *ლე!”).

 

სტრასბურგი თავის გადაწყვეტილებაში აღწერს, რომ აქციის მონაწილე პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ამ შინაარსის ბანერით მოძრაობა დაიწყო თბილისის საკრებულოს შესასვლელთან, სადაც გამვლელების ყურადღებას იქცევდა.

 


ოქმის მიხედვით, იგი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, უხამსი სლოგანით ბანერის დაჭერის გამო, უწესო ქმედებებისთვის, რაც წვრილმან ხულიგნობას წარმოადგენს.

 

ჩანაწერში ასევე აღნიშნული იყო, რომ ის იმავე ფრაზას სკანდირებდა, როცა პოლიციის თანამშრომლები მიუახლოვდნენ.

 

მის დაკავებას მოჰყვა სპონტანური სოლიდარობის აქტი. დანარჩენმა ექვსმა მომჩივანმა მაშინვე დაწერეს ფურცლებზე იგივე სლოგანი - პანორამა, არა, *ლე!”) და დემონსტრაციულად დაიწყეს ამ ბანერების ფრიალი პოლიციის წინაშე.

 

ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებით, 7 მომჩივანი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად წვრილმანი ხულიგნობისთვის - პლაკატის ხელში ჭერის გამო, რომელზეც „უხამსი“ სიტყვა ეწერა. თითოეული მათგანი დაჯარიმდა 100 ლარით.

 

მომჩივნების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. მათ შორის არიან აქტივისტი ნატა ფერაძე, გიგა მაქარაშვილი, ელენე მალაშევსკი-ჯაყელი, კონსტანტინე ჩაჩანიძე, ვახტანგ ქარელი, ანა მამულაშვილი და ირაკლი მგალობლიშვილი.



radiotavisupleba.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up