„პარაგრაფი აბასთუმანი“, კომპლექსი მწვანე კონცხზე, განმუხურში და სოლოლაკში - რატომ გადავადდა სასტუმროების გახსნა?

„პარაგრაფი აბასთუმანი“, კომპლექსი მწვანე კონცხზე, განმუხურში და სოლოლაკში - რატომ გადავადდა სასტუმროების გახსნა?

access_time2023-04-07 11:00:59

სოლოლაკის ქედზე „მარიოტის“ საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრის, მწვანე კონცხზე გამაჯანსაღებელი კომპლექსის, „პარაგრაფი აბასთუმანის“ და განმუხურში სასტუმროს გახსნას ტურიზმის განვითარების ფონდი, რომელიც დღეს „ქართუ ფონდში“ შემადგენლობაშია, წელს გეგმავდა.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რა ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის მიერ 2020 წელს ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემული მნიშვნელოვანი პროექტების მშენებლობა და რატომ გადაიდო, თანაც არაერთხელ მათი დასრულების ვადები.


ტურიზმის განვითარების ფონდში „კომერსანტს“ უთხრეს, რომ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი სიახლე, რაც უახლოეს პერიოდში ფონდისთვის პრიორიტეტული იქნება არის Luxury Collection-ის ბრენდის სასტუმროს „პარაგრაფ თბილისის“ წელს გახსნა, რაც შეეხება დანარჩენ პროექტებს, ვადები შეიცვალა მსოფლიოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, რამაც საკმაოდ უარყოფითი გავლენა იქონია სასტუმრო ინდუსტრიის სფეროზე.


„პროექტების მშენებლობის და გახსნის ვადები შეიცვალა ეპიდვითარებიდან გამომდინარე. მსოფლიო ბაზარზე არსებული გამოწვევები ჩვენზეც მნიშვნელოვნად აისახა რის გამოც მოგვიწია პროექტების გახსნის ვადების ცვლილება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, პროექტების კონცეფციის დახვეწის მიმართულებით, რისი გასაჯაროების მიზნობრიობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. ჩვენი სრული ყურადღება ამ ეტაპზე მიპყრობილია „პარაგრაფ თბილისის“ წარმატებით გახსნისაკენ“, — აღნიშნავენ ფონდში.



პანორამა-თბილისი, რომელიც რამდენიმე პროექტს აერთიანებს, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად გახმაურებული, მასშტაბური, ძვირადღირებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე პროექტია. პროექტის შესახებაც პირველად 2014 წელს, ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის პერიოდში გახდა ცნობილი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჯამური საინვესტიციო ღირებულების მოცულობა, დასრულების ვადა და უშუალოდ პროექტის დეტალები რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად კომპლექსისთვის 4 წერტილი შეირჩა: თავისუფლების მოედანზე ყოფილი ცეკავშირის შენობა, ერეკლე მეორის მოედანზე მდებარე ქარვასლა, სოლოლაკის ქედი და თაბორის მთა. საინვესტიციო ღირებულებად $600 მლნ დასახელდა. ითქვა ისიც, რომ პროექტი 3 წელიწადში დასრულდებოდა, თუმცა დღეს პროექტების კონცეფციის, ვადების და საინვესტიციო მოცულობის ცვლილება იგეგმება.


რაც შეეხება აბასთუმანში მარიოტის უმაღლესი კლასის Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროს „პარაგრაფ აბასთუმანს“, მისი საინვესტიციო მოცულობა 76 მლნ დოლარამდე, ხოლო დასრულების თარიღი 2025 წლამდე შეიცვალა. 


მშენებლობის პროცესშია კიდევ ერთი მარიოტის ქსელის Luxury Collection-ის ბრენდის 120 ნომრიანი სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე, სადაც გეგმის მიხედვით სპა, აუზი, ფიტნეს ცენტრი, რესტორანი, ლაუნჯ ბარი, ჩოგბურთის, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები, საბავშვო - სარეკრიაციო ზონა და ბიზნეს შეხვედრებისთვის საჭირო საკონფერენციო სივრცეები უნდა განთავსდეს. მისი საინვესტიციო ღირებულება $70 მლნ-ს შეადგენს.


ანაკლიასთან ახლოს მიმდინარეობს მარიოტის საერთაშორისო ქსელის, Tribute Collection-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობაც. სასტუმროში, სადაც 160 ნომერი განთავსდება, თავმოყრილი იქნება აუზი, სპა, სატრენაჟორო დარბაზი, ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნები, რესტორანი, ლაუნჯ ბარი და მისი ინვესტიცია 45 მლნ დოლარია.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up