პარასკევი Zoom-ის გარეშე

პარასკევი Zoom-ის გარეშე

access_time2021-03-26 09:30:00

კორონავირუსის პანდემიის გამო დისტანციურად მუშაობამ დასაქმებულებში მასტაბური დაღლილობა გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით, Citigroup Inc-მა მიიღო გადაწვეტილება, რომ პარასკევი გამოეცხადებინა ვიდეოზარებისგან თავისუფალ დღედ – „დღე Zoom-ის გარეშე“.

Citigroup Inc.-ი ამერიკული საინვესტიციო ბანკისა და ფინანსური მომსახურების კორპორაციაა, რომელიც სიდიდით მესამე საბანკო დაწესებულებაა შეერთებულ შტატებში. კორპორაციას 200 მილიონზე მეტი მომხმარებლის ანგარიში აქვს და მსოფლიო მასშტაბით 160-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

Citigroup-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეინ ფრეიზერის განცხადებით, კორპორაციის ეს გადაწყვეტილება უკან დახევას არ მოიაზრებს. დამსაქმებლებისთვის აშკარა გახდა, რომ საჭიროა Zoom–ით გამოწვეული გადაღლილობის წინააღმდეგ ბრძოლა. რა თქმა უნდა, „უოლ-სტრიტი“ მკაცრი სამუშაო გრაფიკითაა ცნობილი, თუმცა დისტანციური მუშაობით გამწვავებული სიტუაცია ადამიანების ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.

ჯეინ ფრეიზერმა 28 მაისი კომპანიის დღესასწაულად და დასვენების ოფიციალურ დღედ გამოაცხადა. Citigroup–მა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის შემდეგ შესაძლებელი იქნება ბანკებში „ჰიბრიდული“ სამუშაო სისტემის შექმნა, რაც საშუალებას მისცემს დასაქმებულებს, იმუშაონ როგორც ოფისში, ასევე დისტანციურად.


ცნობისთვის, გასულ კვირას Goldman Sachs–ის უმცროსი საინვესტიციო ოფიცრები ჭარბ სამუშაო დატვირთვას აპროტესტებდნენ და კვირის სამუშაო განაკვეთის 80 საათამდე შემცირებას ითხოვდნენ. შესაბამისად, მსხვილი კომპანიები ან თავად აანალიზებენ, ან ზეწოლის შედეგად მიდიან დასკვნამდე, რომ ამ პრობლემების გადასაჭრელად შესაბამისი სტრატეგია უნდა გაატარონ. კომპანიები მსოფლიო მასშტაბით აქტიურად მუშაობენ სამუშაო პირობების ადაპტირებისთვის.

forbes.ge

თეგები:
Zoom



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up