პარიზი 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალაქია

პარიზი 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალაქია

access_time2023-01-21 19:00:12

მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭომ (WTTC) პარიზი მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ და გავლენიან ქალაქად აღიარა.

 


WTTC-მ იმ ქვეყნების რეიტინგი გამოავლინა, სადაც ტურისტები ყველაზე ხშირად ჩადიან. 2022 წელს პარიზმა კვლავ დაიბრუნა მსოფლიოში ტურისტების მიერ ყველაზე ხშირად მონახულებული ქალაქის ადგილი და 2022 წლის მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ და გავლენიან ქალაქად იქცა.

 

 

WTTC-ს ახალი კვლევაში მსოფლიოს 82 ქალაქი მონაწილეობდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2032 წელს პარიზს პეკინი ჩაანაცვლებს.

 


ანგარიში Visa-ს დაფინანსებით Oxford Economics-თან ერთად მომზადდა. კვლევაში გაანალიზებულია ისეთი ძირითადი ინდიკატორები, როგორიცაა მოგზაურობისა და ტურიზმის წვლილი მშპ-ში, დასაქმება და სამოგზაურო ხარჯებში.

 


2022 წელს საფრანგეთის მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორის შემოსავალი თითქმის 36 მლრდ აშშ დოლარი იყო. მომდევნო 10 წლის განმავლობაში, WTTC პროგნოზირებს, რომ ის მესამე ადგილზე გადაინაცვლებს, თუმცა მისი შემოსავალი 49 მლრდ დოლარამდე გაიზრდება.

 

 

მოგზაურობისა და ტურიზმის თვალსაზრისით მსოფლიოში მეორე ქალაქი ამჟამად პეკინია, რომლის ღირებულება დაახლოებით 33 მლრდ დოლარია. თუმცა, WTTC პროგნოზირებს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში მისი ღირებულება 77 მლრდ დოლარამდე გაიზრდება.

 

 

ლას-ვეგასი ერთადერთი ქალაქია ტოპ ათეულის სიაში, რომელიც მტკიცედ რჩება მე-5 უდიდესი ქალაქის ადგილზე. გასულ წელს, ლას-ვეგასის მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორი თითქმის 23 მლრდ დოლარი ღირდა და ვარაუდობენ, რომ 2032 წლისთვის გაიზრდება.

 


 

WTTC-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯულია სიმპსონმა განაცხადა, რომ მსხვილი ქალაქები, როგორიცაა ლონდონი, პარიზი და ნიუ-იორკი, გლობალურ ცენტრებად დარჩებიან, მაგრამ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში პეკინი, შანხაი და მაკაო ამ სიაში დაბრუნდებიან.

 

 

2022 წელს ქალაქების ათეული, სადაც ყველაზე დიდი საერთაშორისო მოგზაურობის ხარჯებია, ასე გამოიყურება:

 

დუბაი - 29,42 მლრდ დოლარი

დოჰა - 16,79 მლრდ დოლარი

ლონდონი - 16,07 მლრდ დოლარი

მაკაო - 15,58 მლრდ დოლარი

ამსტერდამი - 13,59 მლრდ დოლარი

სტამბული - 13,13 მლრდ დოლარი

ბარსელონა - 12,73 მლრდ დოლარი

ნიუ-იორკი - 12,45 მლრდ დოლარი

სინგაპური - 10.97 მლრდ დოლარი

პარიზი - 9,76 მლრდ დოლარი

 

 

2032 წელს, WTTC პროგნოზირებს, რომ ქალაქების ათეული, სადაც ყველაზე დიდი საერთაშორისო მოგზაურობის ხარჯებია ასე შეიცვლება:

 

ჰონგ კონგი - 52.06 მლრდ დოლარი

მაკაო - 43.14 მლრდ დოლარი

დუბაი - 42,98 მლრდ დოლარი

სინგაპური - 37.43 მლრდ დოლარი

ბანგკოკი - 33.45 მლრდ დოლარი

დოჰა - 31,63 მლრდ დოლარი

ტოკიო 25,44 მლრდ დოლარი

ნიუ-იორკი 21.73 მლრდ დოლარი

ამსტერდამი 21,53 მლრდ დოლარი

შანხაი - 21,3 მლრდ დოლარი

 

 

მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მოგზაურობა და ტურიზმი, მშპ-ს უფრო სწრაფი ზრდით, კვლავ გახდება ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა, ვიდრე სხვა სექტორები, რაც 126 მილიონ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის მთელს მსოფლიოში, ნათქვამია კვლევაში.


თეგები:
პარიზი WTTC



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up