პარიზი ელექტრო სკუტერების გაქირავებას კრძალავს - Reuters

პარიზი ელექტრო სკუტერების გაქირავებას კრძალავს - Reuters

access_time2023-04-04 14:00:27

პარიზის მერიამ გადაწყვიტა, შემოდგომიდან ელექტრო სკუტერების გაქირავების კომპანიებთან ხელშეკრულებები არ გაახანგრძლივოს. ეს გადაწყვეტილება საქალაქო რეფერენდუმის შემდეგ მიიღეს, სადაც უმრავლესობამ მსგავსი სერვისის გაუქმებას დაუჭირა მხარი.


Reuters-ი წერს, რომ გამოკითხული მოქალაქეების თითქმის 89% ქალაქში ელექტრო სკუტერებისა და მსგავსი მოწყობილობების რაოდენობის შემცირების მომხრე იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხმის მიცემის უფლების მქონეთა მხოლოდ 7.46%-მა მიიღო მონაწილეობა ამ „მიკრო რეფერენდუმში“. რამაც მაშინვე გამოიწვია დაპირისპირება: პარიზის მერს ანა იდალგოს პოპულიზმსა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებაში ადანაშაულებენ.


2021 წელს საფრანგეთში სკუტერის მართვისას მომხდარი ავარიების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. 2022 წელს პარიზში 459 ავარია დარეგისტრირდა, რომლებიც დაკავშირებული იყო ელექტრონული სკუტერებთან, აქედან 3 ფატალურად დამთავრდა.



რაც შეეხება მსოფლიოს სხვა დიდი ქალაქებს, მადრიდმა 2018 წელს შეზღუდა ელექტრო სკუტერების გაქირავების სერვისი; ბარსელონაში ამ მოწყობილობის ატანა აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ხოლო კოპენჰაგენმა და მონრეალმა უბრალოდ ეს პრაქტიკა საერთოდ აკრძალეს.


რაც შეეხება თელ-ავივს, Reuters-ი წერს, რომ იქ სასწრაფო დახმარების ოთახები ელექტრო სკუტერების ავარიებით დაშავებულებითაა გადატვირთული, აქედან 70%-ს არ ეკეთა ჩაფხუტი, ხოლო 20% მართვისას ნასვამ მდგომარეობაში იყო. ამიტომ ისრაელის ქნესეთმა მათი გამოყენების წესები გაამკაცრა და ჯარიმები შემოიღო.


პარიზში 135 ევროიანი ჯარიმა დაწესდა ელექტრო სკუტერით 2 ადამიანის გადადგილებისთვის, ასევე ტროტუარზე მოძრაობისთვის. აღნიშნული შეზღუდვების მიზანი ქალაქებში ელექტროსკუტერების რაოდენობის შემცირებაა, მაგრამ ეს შეზღუდვები არ იმოქმედებს მათზე, ვინც ამ მოწყობილობებს ფლობს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up