დღეს დილით, პარიზის Gare du Nord-ის მატარებლის სადგურზე, მამაკაცმა დანით 6 ადამიანი დაჭრა. ერთ-ერთ მათგანს ძლიერი დაზიანებები აღენიშნება. ამ დრომდე ტერიტორიას პარიზის პოლიცია აკონტროლებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერალდ დარმანენის თქმით, თავდამსხმელი განეიტრალებულია.
cnbc-ის ინფორმაციით, თავდამსხმელს პოლიციამ რამდენჯერმე ესროლა, რის შემდეგაც ის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Gare du Nord ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სადგურია. ის ერთმანეთთან პარიზს, ლონდონსა და ევროპის ჩრდილოეთს აკავშირებს.