ქუთაისიდან პარიზისკენ გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი უკან დაბრუნდა. როგორც რადიო თავისუფლებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაარკვია, აფრენის დროს ერთ-ერთი მგზავრი ცუდად გახდა და ეკიპაჟმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
Wizz Air-ის თვითმფრინავი ქუთაისის თავზე დაფრიმავდა, მსგავს შემთხვევებში პილოტი საწვავის მარაგს ხარჯავს ხოლმე, რომ დაჯდომის დროს ნაკლები რისკი იყოს.
თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტიდან 17:32 საათზე აფრინდა. აფრენიდან თითქმის საათ-ნახევარია გასული - ავია ხომალდს რამდენიმე ათეული კილომეტრი ჰქონდა გავლილი, როცა უკან დაბრუნება დაიწყო.