„ვერტიპორტი“ ასე უწოდა საავიაციო ინდუსტრიამ ახალი ტიპის საჰაერო ტერმინალს, რომელსაც მფრინავი ტაქსები გამოიყენებენ. ეს თვითმფრინავები, ვერტმფრენების მსგავსად, ვერტიკალურად აფრინდებიან და დაეშვებიან, მაგრამ რეაქტიული ტურბინებით მომარაგების ნაცვლად, ელექტრული როტორების კომპლექტებით იმუშავებენ, ისევე როგორც მცურავი თვითმფრინავები.
მფრინავი ტაქსები ვერტმფრენებთან შედარებით ნაკლებ ხმაურიანია. ამას გარდა, ელექტროენერგიის განახლებადი წყაროდან დამუხტვის შემთხვევაში ისინი მწვანე ტრანსპორტად მოგვევლინებიან.
Pontoise Cormeilles-ის აეროპორტის „ვერტიპორტი“ 10 ნოემბერს გაიხსნა და ჯერ-ჯერობით მხოლოდ პროტოტიპის ფუნქცია აქვს. როგორც The Economist-ი წერს, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადისთვის ის მფრინავ ტაქსებს უნდა მოემსახუროს.
2024 წლისთვის კომპანია, სულ ათი საჰაერო ტაქსით, მინიმუმ ორი მარშრუტის ოპერირებას გეგმავს და თითოეული საათში ორ-სამ რეისს შეასრულებს, — წერს გამოცემა.
მუშავდება საჰაერო ტაქსის ბილეთების შესყიდვის აპლიკაცია, რომლის სისტემა მგზავრების იდენტიფიცირებას სახეების სკანირებით მოახდენს. სენსორულ იატაკს კი სასწორის ფუნქცია ექნება და მგზავრს და მის ბარგს აწონის.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა