სამი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ოთხი დაიჭრა პარიზის ერთ-ერთ ხალხმრავალ რაიონში, ქურთების კულტურულ ცენტრთან ატეხილი სროლის დროს.
პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 69 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც დაჭრილია. მისი სახელი უცნობია. პარიზის პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ თავდასხმამდე ის გასამართლებული იყო მიგრანტებზე რასისტული ძალადობის ბრალდებით. თავდასხმის მოტივი უცნობია.