ბათუმში ავარიული კორპუსების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის მიზნით, პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს

ბათუმში ავარიული კორპუსების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის მიზნით, პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავს

access_time2022-06-21 17:00:00

ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საკითხების გადაწყვეტას უკავშირდება მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


ცვლილებების პროექტზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, ნუკრი დეკანაძემ ისაუბრა.


მომხსენებლის ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ რთულ და გადაუჭრელ პრობლემას ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს.


მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით 118 ავარიულ კორპუსზე, სადაც დაახლოებით 3000-მდე ოჯახი ცხოვრობს, უკვე მომზადებულია შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმადაც აღნიშნული მრავალბინიანი საცხოვრებლების გამოყენება საფრთხეს შეიცავს.


ნუკრი დეკანაძის განცხადებით, იმისთვის, რომ არსებული ავარიული სახლების ჩანაცვლება/რეაბილიტაციის პროცესი განხორციელდეს, აუცილებელია კერძო სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების ჩართულობა.


სამშენებლო პროცესებში მათი დაინტერესებისათვის კი აუცილებელია ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეჩერდეს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება, განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტების ნაწილში.



აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მიენიჭება.


მომხსენებელმა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონში შესატან ცვლილებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის დასაშვებობის მიზნებს - სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟიც დაემატება.


ცვლილებებთან დაკავშირებით სხდომაზე დისკუსია გაიმართა.


დეპუტატებმა საკითხის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, თუმცა აღინიშნა, რომ ცვლილებების პროექტი დახვეწას და რიგ საკითხებზე დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს.


მოსაზრებების და წინადადებების წარდგენის შემდეგ, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტების წევრებმა სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს ერთხმად დაუჭირეს მხარი.


​კანონპროექტები დაჩქარებული წესით განიხილება.





თეგები:
პარლამენტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up