საქართველოს პარლამენტი საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განხორციელებისთვის დამოუკიდებელ აუდიტორს 12 ნოემბრამდე შეარჩევს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„დღეს, საკონკურსო კომისიამ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური წინადადებები გახსნა.
კონკურსში მონაწილეობას დიდი ოთხეულიდან სამი აუდიტორული კომპანია იღებს: „დელოიტი და ტუში“, (Deloitte and Touche LLC), „იუაი“ („Ernst & Young Global Limited“), „ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” (PwC საქართველო).
ამ სამიდან ერთ-ერთი საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების აუდიტს განახორციელებს.
როგორც ცნობილია „საპენსიო სააგენტოს“ 2019-2020 წლების გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა KPMG -იმ განახორციელა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.