პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების თაობაზე იმსჯელეს

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების თაობაზე იმსჯელეს

access_time2022-09-30 11:00:00

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის დანერგვის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


​საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ საბჭოს წევრებს გააცნო ინფორმაცია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის დანერგვის მიმდინარეობის თაობაზე და ამ პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ.


მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოში თამბაქოს კანონმდებლობის ძალაში შესვლის 4 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე. თამარ გაბუნიას განცხადებით, პარლამენტმა მართლაც ისტორიული ნაბიჯი გადადგა თამბაქოს კონტროლის ეფექტური კანონის მიღებით, რომლის აღსრულებაც 2018 წლის 1 მაისიდან დაიწყო.


„შედეგად, ამ ოთხი წლის განმავლობაში 4%-ით შემცირდა მწეველობა ზოგადად მოსახლეობაში, 10%-ით მწეველებს შორის. მცირდება მოხმარებული თამბაქოს პროდუქტების რაოდენობა. გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კმაყოფილია კანონის ამოქმედებით“, - განაცხადა მომხსენებელმა.



როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, აქტიურად ხორციელდება კანონის აღსრულების მონიტორინგი. მან პრობლემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საყურადღებო თემად კვლავ რჩება უაქციზო სიგარეტით ვაჭრობა, თამბაქოს ინდუსტრიის ზეგავლენა, ელექტრონული სიგარეტები, რომლებიც სპეციალისტთა აზრით, შეიძლება უფრო მავნეც კი იყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. განსახილველ თემასთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია.


მონაწილეთა შეფასებით, იმისათვის, რომ თამბაქოსაგან თავისუფალი ქვეყანა გვქონდეს და ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩეს, სისტემატური ხასიათი უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო კამპანიას, უნდა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს კანონის აღსრულების მონიტორინგი, აუცილებლად კანონით განსაზღვრულ ვადაში - 2023 წლის 1 იანვრიდან უნდა აიკრძალოს სადა შეფუთვის გარეშე თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია და არ უნდა მოხდეს კანონის გადავადება, კანონის აღსრულებაზე პარლამენტის მხრიდან მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს ზედამხედველობა.


​ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up