პარლამენტის საბიუჯეტო იფისმმა ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი წარმოადგინა.
დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელის მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით საშუალოდ 8.7%-ით გაიზრდება. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მოცემული პროგნოზი გამართლა, მაშინ 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარები წელს ეკონომიკა 2.7%-ით მეტი იქნება.
საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი რამდენიმე მნიშვნელოვან დაშვებას ემყარება:
მესამე კვარტალში ტურიზმის 5.5-ჯერ გაიზრდება 2020 წელთან შედარებით, თუმცა 3.6-ჯერ ნაკლები იქნება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით
შენარჩუნდება შიდა ტურისტული აქტივობა
მოსალოდნელია როგორც კერძო, ისე სამთავრობო სექტორის მოხმარების ზრდა
მსოფლიოში ეკონომიკის გაჯანსაღების ფონზე მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ექსპორტზე მოთხოვნა და შესაბამისად, გაიზრდება ქვეყნიდან საქონლის ექსპორტის მოცულობაც.
bpn.ge