პარლამენტმა, ბათუმში მრავალბინიან ავარიულ შენობებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა

პარლამენტმა, ბათუმში მრავალბინიან ავარიულ შენობებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა

access_time2022-06-24 00:00:00

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და კენჭისყრის შედეგად 73 ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მრავალბინიანი ავარიული შენობების დემონტაჟს და მათ ჩანაცვლებას თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით, რაც მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს და საცხოვრებელი პირობების შექმნას, ასევე ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.


მომხსენებლის, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, კანონპროექტის განხილვებისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით და გამართული კონსულტაციების საფუძველზე ინიცირებულ კანონპროექტში ცვლილებები განხორციელდა. კანონპროექტში ახლებურად ჩამოყალიბდა გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. ნაცვლად მერის მიერ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებისა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული იქნებიან ბათუმის საკრებულო და ბათუმის მერიის სათათბირო ორგანო - საბჭო.


ახალი რედაქციით, ავარიული საცხოვრებელი სახლების ახლით ჩანაცვლებისთვის ქალაქის მერს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება საკრებულოსთვის მიმართვის უფლება, თუ მერიის სათათბირო საბჭო გასცემს დადებით რეკომენდაციას პროექტის განხორციელებაზე, რის შემდეგ მერის გადაწყვეტილება მიემართება საკრებულოს და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ, საკრებულო მიიღებს.


„მთავარი შენიშვნა შეეხებოდა მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენ შემოვიტანეთ ორმაგი ჩაკეტვის მექანიზმი. ამასთან, პირველი მოსმენისას წარმოდგენილი რედაქციისგან განსხვავებით, დაზუსტდა თუ რა განსხვავებული წესის დადგენის შესაძლებლობა და რომელი რეგულაციებისგან გადახვევა იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა მომხსენებელმა.



მიღებულ ცვლილებებში გათვალისწინებული იქნა კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე გამოთქმული შენიშვნები და იმ მუხლებში სადაც საუბარია, თუ რა ბერკეტები უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ ქალაქგეგმარება არ გაუარესდეს, დაემატა ისეთი კომპონენტები, რაც დააზღვევს ინფრასტრუქტურას და არ გამოიწვევს ურბანულ გაუარესებას.


დროებითი ღონისძიების სახით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდა შესაძლებელი იქნება განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში:


კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარებულთა დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილ/გადაცემულ მიწის ნაკვეთზე;
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისას შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში;



ავარიული შენობა-ნაგებობების (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა) ჩანაცვლების მიზნით; დ) იმ ობიექტების დასრულების მიზნით, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად.


პარლამენტში თავდაპირველად წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ცვლილებებს ითვალისწინებდა ასევე კანონში: „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“, რომლის თანახმად, სახელმწიფო/მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟისთვის შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო ქონების ექსპროპრიაციის წესი. საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე განხილვებისას გამოითქვა მოსაზრებები, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვისთვის მნიშვნელოვანია ადეკვატური საჯარო ინტერესების არსებობა და თანაბარზომიერების პრინციპის დაცვა. საკითხის ინიციატორებმა გამოთქმული შენიშვნები გაითვალისწინეს და შესაბამისი ცვლილებები „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში აისახა, ხოლო „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.


კანონპროექტით დაზუსტდა, რომ დროებითი ხელშეწყობითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამ ღონისძიების შედეგად შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართის არანაკლებ 10%-ის ოდენობა სასარგებლო ფართის სახით უნდა დარეგისტრირდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, რაც გამოყენებული უნდა იქნას სოციალური მიზნით, მათ შორის, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებისთვის. ეს ფართი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირდება მესაკუთრის ან/და მშენებლობის ნებართვის მფლობელის თანხმობის გარეშე.




თეგები:
პარლამენტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up