პარლამენტმა პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლითაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დისკრიმინაციული ნიშნით დაზიანებისა და განადგურების განსაზღვრა ხდება

პარლამენტმა პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლითაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დისკრიმინაციული ნიშნით დაზიანებისა და განადგურების განსაზღვრა ხდება

access_time2021-10-05 16:40:00

პარლამენტმა პირველი მოსმენით, ერთხმად, მხარი დაუჭირა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დისკრიმინაციული ნიშნით დაზიანებისა და განადგურების განსაზღვრა ხდება.


საკანონმდებლო ინიციატივა აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მოამზადა და ის პარლამენტს საბჭოს თავჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარუდგინა.


როგორც ინიციატორი განმარტავს, მოქმედ კანონში არაფერია ნათქვამი ძეგლების დისრკიმინაციული ნიშნით დაზიანებასა და განადგურებაზე, მაშინ როდესაც დისკრიმინაციული ნიშნით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფა, განსაკუთრებით კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სისტემატურ და მასობრივ ხასიათს ატარებს. აქედან გამომდინარე, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს კანონში დისკრიმინაციული ნიშნით ძეგლის დაზიანებისა და განადგურების ცნებების შემოღება აუცილებლად მიაჩნია.


აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ამ კონტექსტში საერთაშორისო სამართლებრივ გამოცდილებაზე მიუთითებს.



„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განზრახ დისკრიმინაციული ხელყოფისა და განადგურების აკრძალვა საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლით დაცულ სიკეთეს წარმოადგენს და გვევლინება ნორმად, რომელსაც მხარს უჭერს opinion juris, მაშასადამე სამართლებრივად მავალდებულებელი ჩვეულება. ამ ჩვეულებითი ნორმებიდან გამომდინარეობს პრინციპი, რომლის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობა საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესის ნაწილს წარმოადგენს.


ძეგლის დისკრიმინაციული ხელყოფა და განადგურება, როგორც დანაშაული, არაერთხელ იქნა დაგმობილი ყოფილი იუგოსლავიისთვის შექმნილი საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ ტადიჩის, დერონჟიჩის, კორდიჩის, სტრუგარის, მილუტინოვიჩის, ბლაშკიჩის, ჯოკიჩისა და სხვათა საქმეებში”, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.


ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up