პარლამენტმა ქარსაფარი ზოლის შესახებ სპეციალური კანონი მიიღო

პარლამენტმა ქარსაფარი ზოლის შესახებ სპეციალური კანონი მიიღო

access_time2021-11-03 10:00:00

პარლამენტმა ქარსაფარი ზოლის შესახებ სპეციალური კანონი მიიღო. კანონის პროექტი, რომლითაც ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება, მესამე მოსმენით, 84 ხმით დაამტკიცეს. ამასთან, ქარსაფარი ზოლის დაზიანებისთვის ადმინისტრაციული სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოდის.


პროექტში მოცემულია ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენების ზოგადი დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, მუნიციპალიტეტები დაყოფილია კატეგორიებად, ქარის სიძლიერის მიხედვით. დადგენილია ქარსაფარი ზოლის მოვლისა და დაცვის ზოგადი სტანდარტი. განსაზღვრულია ქარსაფარი ზოლის არაფუნქციური გამოყენების პირობები.


მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ განსაზღვრულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, რომელიც გადაწყვეტილებებს სპეციალური მოკვლევისა და ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისად მიიღებს.


„1990-იანი წლებიდან, ენერგეტიკული კრიზისის გამო, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლები ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თითქმის მთლიანად გაიჩეხა. ქარსაფარ ზოლებში ხეების მოჭრა საშეშედ დღემდე გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით გაჩეხილია ქარსაფარი ზოლების დაახლოებით 90%, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ნიადაგის ნაყოფიერებასა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობაზე. ქარსაფარი ზოლების გაჩეხვის გამო მნიშვნელოვნად გაძლიერდა ნიადაგის ქარისმიერი ეროზია. დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს, არის მოსავლის ნარჩენების დაწვის პრაქტიკა, რაც, თავის მხრივ, იწვევს ხანძრებს და ქარსაფარი ზოლების გადაწვას.



2015 წლის აგვისტოსა და ივლისში გავრცელებული ხანძრების შედეგად საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში (კახეთი, შირაქი) გადაიწვა სახნავ-სათესი მიწების 80%, მათ შორის, ქარსაფარი ზოლები. დაიწვა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დამხარებით აღდგენილი ქარსაფარი ზოლის დიდი ნაწილი, დაახლოებით 60 კილომეტრზე გაშენებული ახალი ქარსაფარი.


აღმოსავლეთ საქართველოში სახნავი მიწების 20%-ზე მეტი, დაახლოებით 110 ათასი ჰექტარი, ქარისმიერი ეროზიისგან არის დეგრადირებული. ბოლო 50 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ძლიერი ქარების, ასევე გვალვების ინტენსივობა. მომავალში კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდება“, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.


პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან დეპუტატები: - ნინო წილოსანი, ალექსანდრე მოწერელია, სამველ მანუკიან, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ზაალ დუგლაძე, შალვა კერესელიძე, გოდერძი ჩანქსელიანი და ხატია წილოსანი.


ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up