პარლამენტმა საქართველოს გენერალურ აუდიტორად ცოტნე ყავლაშვილი აირჩია

პარლამენტმა საქართველოს გენერალურ აუდიტორად ცოტნე ყავლაშვილი აირჩია

access_time2022-09-20 20:00:00

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს გენერალურ აუდიტორად ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას 87 ხმით დაუჭირა მხარი. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.


„ცოტნე ყავლაშვილი ნამდვილად მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე და მეორეს მხრივ, მაგალითი იმის, რომ კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი საჯარო სამსახურში ფასდება და ადამიანს კარიერული წინსვლის შესაძლებლობა აქვს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატურის წარდგენისას.


შალვა პაპუაშვილმა ამასთანავე მოქმედ გენერალურ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური გადავიდა ახალ ეტაპზე.



შალვა პაპუაშვილის თქმით, ცოტნე ყავლაშვილი, რომელსაც საჯარო სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, სფეროსთან დაკავშირებულ დეტალურ ცოდნას ფლობს და მან როგორც უმრავლესობას, ასევე, ოპოზიციას კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


პარლამენტს სიტყვით მიმართა ცოტნე ყავლაშვილმა. „სრულად მაქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა რაც მეკისრება და ყველაფერს გავაკეთებ, ჩემს ცოდნას და გამოცდილებას სრულად მოვახმარ იმას, რომ ეს წარმატებული და უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი და წარმატებული. ჩემი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის საქმიანობა იქნება კონცენტრირებული ოთხი პრინციპის გარშემო - დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი, გამჭვირვალობა და ობიექტურობა. ამ პრინციპების გარშემო იქნება მიმართული მთელი ძალისხმევა, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ინსტიტუციურად ეს სამსახური“, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.


მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მნიშვნელოვანი ბერკეტია პარლამენტის ხელში კონტროლის განსახორციელებლად, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ექნება ამ სამსახურის თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთან, რათა მოინახოს კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმები, რომ აუდიტის ობიექტებმა მიგნებები და რეკომენდაციები მოკლე დროში გაითვალისწინონ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up