პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად 108 ხმით, ერთხმად, ლაშა ტუღუში და 83 ხმით, 19-ის წინააღმდეგ, ვასილ მაღლაფერიძე აირჩია. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ლაშა ტუღუშის კანდიდატურა წარდგენილი იყო საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, ხოლო ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურა - ფრაქცია „ქართულმა ოცნების“ მიერ.
პარლამენტმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ მიერ წარდგენილ ლიკა შავგულიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.