პარლამენტმა SEPA–ში საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო პაკეტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა SEPA–ში საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო პაკეტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

access_time2022-09-08 23:30:00

პარლამენტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გასაწევრიანებლად მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა.


საქართველოს მთავრობის ინიციატივით და ეროვნული ბანკის ჩართულობით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს და მათგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტს წარმოადგენს, პარლამენტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გააცნო.


მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტთა პაკეტით მომზადებული ცვლილებები SEPA-ში გაწევრიანების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. მისივე განმარტებით, მათში მოცემულია ის სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა შესრულების ვალდებულება ერთიანი ევროგადახდის სივრცეში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას აქვს. ცვლილებების შედეგად იმ საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, საშუალება მიეცემათ, იმავე პირობებით, ტარიფებით და მარეგულირებელი ჩარჩოთი ევროში ოპერირება მოახდინონ. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს როგორც მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს და ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების შემოდინებას.


21 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის წევრებმა შეაფასეს და იმ მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებას შესაძლოა მოჰყვეს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებების უმრავლესობა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაშია გათვალისწინებული.



„ამ კანონების მიღებით ჩვენ დიდ ნაბიჯს ვდგამთ ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით. საკანონმდებლო პაკეტი ემსახურება საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის დაწესებულ კრიტერიუმებს. ეს საკითხი კომიტეტის მიერ ერთი წლის წინ იყო ინიცირებული და ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ჩვენს მიერ უკვე გაწეული სამუშაოებით, საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს. შესაბამისად, ეს გვაძლევს საფუძველს, რომ მიმდინარე წელს საქართველომ ერთიანი ევროგადახდის სივრცეში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთოს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის შეფასებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე SEPA-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანი პროგრესია. მისივე განცხადებით, კანონპროექტთა პაკეტში არის საკითხები, რომლებზეც კომიტეტი სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან აქტიურად მსჯელობს.


კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ პაკეტის მეორე მოსმენით წარდგენამდე აუცილებელია, პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდეს.


ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანებისთვის მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.



თეგები:
SEPA



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up