პარლამენტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2021 წლის ანგარიში მოისმინა

პარლამენტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2021 წლის ანგარიში მოისმინა

access_time2022-11-03 22:00:00

პარლამენტმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის 2021 წლის ანგარიში განიხილა და შესაბამისი დადგენილების პროექტს მხარი 82 ხმით დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის თქმით, დაცული შრომის უფლებები, ღირსეული, უსაფრთხო და დისკრიმინაციისგან თავისუფალი სამუშაო პირობები, არის ის ფუნდამენტი, რაზეც შრომის ინსპექციის სამსახური დგას.


მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში 58 830 აქტივობა განხორციელდა, საიდანაც 4538 დარღვევა გამოვლინდა.


„2018 წელთან შედარებით, იმ პერიოდიდან, რაც ძალაში შევიდა შრომის უსაფრთხოების კანონი და დაიწყო დაბალანსებული სახელმწიფო ზედამხედველობა შრომის უსაფრთხოების ნორმების თვალსაზრისით, ფატალური შემთხვევები სამუშაო ადგილებზე 31%-ით შემცირდა“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.


რაც შეეხება შრომის უფლებებს, მომხსენებლის ინფორმაციით, შემოწმდა 350-მდე კომპანია, ინსპექტირება შეეხო 15 000-მდე დასაქმებულ პირს და გამოვლინდა 7666 დარღვევა.



„დარღვევები უკავშირდება შრომის უფლებების ისეთ ფაქტებს, როგორიცაა ხელშეკრულების ვადისა და პირობების მოთხოვნებთან დაკავშირებული დარღვევა. ეს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი- ფაქტობრივად 29%“, - განაცხადა შრომის ინსპექტორმა.


მომხსენებლის ინფორმაციით, სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში განსაკუთრებით აღსანიშნავია კანონის აღსრულების მხრივ ისეთ მნიშვნელოვანი პრეცედენტის შექმნა, რომელიც ეხებოდა ბრალის გარეშე კოლექტიური პასუხისმგებლობის აკრძალვას დასაქმებულებთან მიმართებით.


​მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი და პრეცედენტული იყო სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციული ფაქტების გამოვლენა.


„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ განვახორციელეთ და დღემდე გრძელდება, არის კოვიდ კლინიკების შემოწმება. დადასტურდა, რომ სამედიცინო პერსონალის ხელფასების ანაზღაურება არ ხდებოდა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფით“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.


მომხსენებელმა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროგრამით შესაძლებელი ხდება მაღალკვალიფიციური შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადება, რომლებიც ორგანიზაციაში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიებს შექმნიან.


„შრომის ინსპექციის მიზანია სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის აღსრულების სისტემის გაუმჯობესება. ინდიკატორი იქნება სამუშაო ადგილზე დაშავების და გარდაცვალების სიხშირის მაჩვენებელი 100 000 დასაქმებულზე და ამ პროცესში ამოცანა იქნება შრომით ურთიერთობაში თანასწორობის უფლებაზე ძლიერი საზედამხედველო მექანიზმის ჩამოყალიბება“, - განაცხადა შრომის ინსპექტორმა.


​„7 წელი გავიდა ამ სამსახურის დაარსებიდან და ჩვენი მთავრობა, სახელმწიფო, პარლამენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შრომის ინსპექციის ინსტიტუციონალიზაცია გაიზარდოს. 2015 წლის შემდეგ, ყოველწლიურად შრომის ინსპექციის ფუნქცია და მათი კონტროლი იზრდება ეკონომიკის ყველა სფეროზე და აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან შრომის ინსპექციის მანდატი შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, ეკონომიკური საქმიანობის უკვე ყველა დარგზე ვრცელდება, ხოლო, 2021 წლიდან მისი მანდატი ვრცელდება შრომის კოდექსის გათვალისწინებულ ყველა სფეროზე. ჯერ კიდევ არის გამოწვევები და ვიმედოვნებ, რომ ისინი დაძლეული იქნება“, - განაცხადა საკითხზე თანამომხსენებელმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up