პარლამენტმა მესამე მოსმენით, 91 ხმით, ერთხმად მიიღო „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების - ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტისა და ტანას აღკვეთილის შექმნისა და მართვის სფეროში ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„კანონის პროექტით წესრიგდება ტანასა და თეძამის დაცულ ტერიტორიებს მიკუთვნებული მიწის, ტყის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე, ისტორიული ძეგლების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.
პროექტით, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების კატეგორიები, ლანდშაფტის მდებარეობა, ფართობი და დაცული ლანდშაფტის მართვის უფლებამოსილი ორგანოები განისაზღვრება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.