პარლამენტში „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ

პარლამენტში „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ

access_time2023-03-28 12:00:34

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განსახილველად „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა.

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი მიზანად ისახავს  სამრეწველო ემისიების შესახებ ეროვნულ კანონმდებლობაში ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის გადმოტანას, რაც, თავის მხრივ,  საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებაა.

 „სამრეწველო ემისიების შესახებ“ ევროკავშრის დირექტივა არეგულირებს მსხვილი სამრეწველო ობიექტების ისეთ საქმიანობებს, რომლებიც გარემოს დაბინძრების მხრივ მაღალი რისკის შემცველია.  ასეთ ობიექტებად მიჩნეულია მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის საწარმოები, ასევე, თბოსადგურები და სხვა. დირექტივა ითვალისწინებს მთელ რიგ მაღალ პასუხისმგებლობებს.

„სისტემა, რომლის დანერგვაც კანონპროექტის გათვალისწინებით ქვეყანაში იგეგმება, გულისხმობს არსებული და ახალი საწარმო ობიექტებისვის ინტეგრირებული ნებართვის ქონის აუცილებლობას. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს წინსწრებით ჰქონდეს განსაზღვული ის გარერმოსდაცვითი პირობები, რომლის ფარგლებშც უნდა იმოქმედოს, ეს ეხება როგორც ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევებს და ჰაერის დაბინძრების შემცირებას საწარმოების მხრიდან, ასევე, წყლის ობიექტების დაბინძურების პრევენციას, ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას და ნიადაგის დაბინძურების პრევენციულ ღონისძიებებს“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.


გამომდინარე იქიდან, რომ რეგულაციები კომპლექსურია, განსაზღვრულია გონივრული ვადები. კერძოდ, 2026 წლიდან, ინტეგრირებული ნებართვის აღება დაევალება ნებისმიერ ახალ საწარმოს, რომელიც გადაწყვეტს კანონპროექტით განსაზღვრულ კონკრეტულ სექტორებში დაიწყოს საქმიანობა, ხოლო 2029 წლიდან,  ვალდებულება დაეკისრება უკვე არსებულ და მოქმედ საწარმოებს. კანონპროექტი ითვალისწინებს საწარმოებში მთელი რიგი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. ამ მიმართულებით, ქვეყანაში უკვე გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

აღსანისნავია, რომ ინტეგრირებული ნებართვის გაცემის პროცესი დაკავშირებული იქნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვის გაცემის პროცესს, რაც გულისხმობს საწარმოსთვის გამარტივებულ პროცედურებს. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up