პარმენ მარგველიძე - ძლიერი რეგიონები ეს არის ძლიერი სახელმწიფო და ხელისუფლება ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონების თანაბრად განვითარებას

პარმენ მარგველიძე - ძლიერი რეგიონები ეს არის ძლიერი სახელმწიფო და ხელისუფლება ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონების თანაბრად განვითარებას

access_time2021-02-09 17:30:00

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სახელისუფლებო გუნდს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისათვის. მადლობა იმისთვის, რომ კვლავ მაქვს შესაძლებლობა მივიღო მონაწილეობა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის განვითარების პროცესში და ჩემი წვლილი შევიტანო, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა პარმენ მარგველიძემ პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად, ძლიერი რეგიონები არის ძლიერი სახელმწიფო და ხელისუფლება ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონების თანაბრად განვითარებას. პარმენ მარგველიძემ აღნიშნა, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონი მისთვის მშობლიურია და მან კარგად იცის, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს მხარე, ასევე განვითარების რა შესაძლებლობები აქვს.


„ჩემთვის ეს რეგიონი გახლავთ მშობლიური, მე იქ დავიბადე, იქ ვცხოვრობ, იქ დავაგროვე ჩემი სამუშაო გამოცდილება და მათ შორის ვიყავი აღნიშნულ თანამდებობაზე 2013-2017 წლებში. ჩემთვის კარგად არის ცნობილი რეგიონის სპეციფიკა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი მხარე, განვითარების რა შესაძლებლობები აქვს და ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც საკმაოდ დიდი აქვს ჩვენს რეგიონს. ზოგადად, ძლიერი რეგიონები ეს არის ძლიერი სახელმწიფო და ხელისუფლებაც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონების თანაბრად განვითარებას, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას, რასაც მოწმობს ის განხორციელებული მიზნობრივი პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები, იგივე მთის კანონი და ა.შ. ყველა ეს პროგრამა განკუთვნილია იმისთვის, რომ რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას და მიგრაციული პროცესები შემცირდეს, რაც ასე აწუხებს უკვე ათეული წლებია მაღალმთიან რეგიონებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აღმასრულებელ ორგანოებთან ერთად ჩვენს პარლამენტთან ერთად და სახელისუფლებო გუნდთან, სამხარეო სამსახურებთან ერთად შევძლებთ, უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი რეგიონი, უფრო მეტად განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და ყველა გამოწვევას, რომელიც იქნება ადგილზე, გავუმკლავდეთ,“- განაცხადა პარმენ მარგველიძემ.


ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up