„ქართული ოცნება“, „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ - პარტიები შემოწირულობების მიხედვით

„ქართული ოცნება“, „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ - პარტიები შემოწირულობების მიხედვით

access_time2020-11-01 16:00:35

პოლიტიკურ პარტიებს ლეგალური დაფინასების 2 გზა გააჩნიათ: სახელმწიფო დაფინანსება, რაც დამოკიდებულია ბოლო არჩევნებზე ნაჩვენებ შედეგზე და შემოწირულობა. სახელმწიფო დაფინანსება ფორმულით განისაზღვრება და მხარდამჭერთა პროპორციულია, თუმცა არა პირდაპირპროპირციული, შემოწირულობა ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს.


ათწლეულების განმავლობავლობაში იცვლება გადარიცხული თანხის მოცულობა, იცვლებიან შემომწირველები, პარტიები, რომლებიც მეტი თანხის მობილიზებას ახდენენ, მაგრამ ერთი მაინც უცვლელი რჩება. ჯამური შემოწირულობის უდიდესი ნაწილი, ზოგ შემთხვევაში 80%-ზე მეტი ყოველთვის მმართველ პარტიაზე მოდის. რაც მას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან ერთად სოლიდურ კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.


2020 წელს, 1-ლი იანვრიდან 15 ოქტომრის ჩათვლით, ყველა პარტიამ ჯამში 35.4 მლნ ლარის შემოწირულობა მიიღო. ამ თანხის 48% - 17.1 მლნ ლარი ქართული ოცნების სალაროში აღმოჩნდა. მეორე ადგილზე 5.1 მლნ-ით ლელო გავიდა, მას 3.7 მლნ-ით ნაციონალური მოძრაობა, 2.8 მლნ-ით ევროპული საქართველო და 1.9 მლნ-ით პატრიოტთა ალიანსი მოსდევს. დანარჩენი 23 პარტიისთვის შეწირული თანხის მოცულობა თითოეულის შემთხვევაში 0.5 მლნ-ზე ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ქართულმა ოცნებამ შემოწირულობის სახით 23 მლნ ლარი მიიღო, რაც პარტიებისთვის გადარიცხული თანხის 66%-ს აღწევდა. პროცენტული წილის კლება მეტნაკლებად ფინანსურად სხვა მსხვილი მოთამაშის - ლელოს გამოჩენამაც განაპირობა.



თანხის 98% პარტიებს ფიზიკურმა პირებმა შესწირეს, 2% - იურიდიულმა პირებმა. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე შემთხვევესი არსებობს ლიმიტირებული ზღვარი - ფიზიკური პირისთვის 60 ათასი, ხოლო იურიდიული პირისთვის 100 ათასი ლარი, ხშირად ჩნდება ლეგიტიმური კითხვა შემომწირველი რეალურად შემომწირველია თუ მისი სახელით იქნა გადარიცხული თანხა სხვა პირის მიერ.


მთავარი კითხვა მაინც მმართველ გუნდს უკავშირდება. რატომ ხდება, რომ ყოველთვის ხელისუფლებაში მყოფი პარტია იღებს ყველაზე მეტ დაფინანსებას. ხშირად მათ აფინანსებენ ის ბიზნესმენები, რომლებიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ნაციონალური მოძრაობის შემომწირველებად ირიცხებოდნენ.


თუ წინა ხელისუფლების დროს ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია მუქარაზე შემოწირულობის გაღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ახლა წინა პლანზე უფრო კორუფციული გარიგებები წამოვიდა. კერძოდ ბიზნესმენი მართველ პარტიას რამდენიმე ათეულ ან ასეულ ათას ლარს (სხვა პირების დახმარებით) ურიცხავს, სანაცვლოდ მისი კომპანია ზედიზედ რამდენჯერმე საეჭვო ტენდერში იმარჯვებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, იმ კომპანიებმა, რომელთან დაკავშირებულმა პირებმა ქართულ ოცნებას 1.3 მლნ ლარი შესწირეს, 1-ელ ოქტომბრამდე ჯამში 47 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი მოიგეს.


საბიუჯეტო დაფინანსების შეცვლილი ფორმულით, სახელმწიფოსგან ყოველწლიურ თანხას მიიღებს ყველა ის პარტია, რომელიც 1%-იან ბარიერს გადალახავს. ახალი წესი უფრო მცირე ზომის პარტიებზეა გათვლილი, პირველ 50 000 ხმაზე პარტია თითო ხმაზე 15 ლარს იღებს, ხოლო მის ზემოთ 1 ხმაზე 5 ლარს. ამ ფორმულით, პარტია რომელიც 20 000 ხმას მიიღებს ყოველწლოიურად 300 000 ლარი ჩაერიცხება, 50 000 ხმის შემთხვევაში - 750 000 ლარი და 200 000 ხმის შემთხვევაში 1.5 მლნ ლარი.


გიორგი ელიზბარაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up