„პაშა ბანკი“ და „სილქ ბანკი“ ისევ ზარალზეა - ბანკების 8 თვის რეიტინგი

„პაშა ბანკი“ და „სილქ ბანკი“ ისევ ზარალზეა - ბანკების 8 თვის რეიტინგი

access_time2022-09-21 12:00:45

2022 წლის 8 თვეში ბანკებმა ჯამში 1.296 მლრდ ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც გასულ წელთან შედარებით 174 მილიონი ლარით ნაკლებია.


სექტორის წარმომადგენელთა უმეტესობამ მეორე კვარტალში მოგებაზე გასვლა შეძლო, რვა თვე წაგებით ქართული საბანკო სექტორის სამმა წარმომადგენელმა „ვითიბი ბანკმა“, „სილქ როუდ ბანკმა“ და „პაშა ბანკმა“ დაასრულეს. ყველაზე დიდი, 68,646 მლნ ლარის ზარალი „ვითიბის“ აქვს, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკის მოგებაზე იყო. ზარალიანი ბანკების რეიტინგში მეორე ადგილას „პაშა ბანკია“ 2,616 მლნ ლარის ზარალით, რომელსაც არც გასულ წლებში ჰქონია მოგება. მესამე ადგილას „სილქ ბანკია“ 2,370 მლნ ლარი ზარალით.


კომერციული ბანკების რეიტინგი მოგება/ზარალის მიხედვით (2022 წლის 8 თვე):

• თიბისი ბანკი - 630,146 მლნ ლარი

• საქართველოს ბანკი - 563,424 მლნ ლარი

• ბაზის ბანკი - 36,226 მლნ ლარი

• ლიბერთი ბანკი - 31,231 მლნ ლარი

• პროკრედიტ ბანკი - 29,775 მლნ ლარი

• ტერა ბანკი - 22,303 მლნ ლარი


• ქართუ ბანკი - 17,741 მლნ ლარი

• კრედო ბანკი - 15,441 მლნ ლარი

• იშ ბანკი - 11,846 მლნ ლარი

• ხალიკ ბანკი - 7,948 მლნ ლარი

• ზირაათ ბანკი 4,964 მლნ ლარი

• ვითიბი ბანკი - 68,646 მლნ ლარი

• პაშა ბანკი -2,616 მლნ ლარი

• სილქ ბანკი -2,370 მლნ ლარი.


„ვითიბი ბანკის“ ზარალის მიზეზი რამდენიმე თვის წინ „ვითიბი ბანკი საქართველოს“ იმ რუსულ ბანკებს შორის მოხვედრა იყო, რომლებზეც რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები გავრცელდა. სანქცირებულმა „ვითიბი ბანკმა“ საქართველოში ფიზიკური და იურიდიული პირების პორტფელი გაასხვისა. გარიგების შედეგად, საცალო პორტფელი „ბაზის ბანკმა“, მცირე და საშუალო ბიზნესის კი „ლიბერთიმ“ გადაიბარა.


„პაშა ბანკი“ ზარალზე წინა წლებშიც გადიოდა. პამდემიის დროს სესხების შესაძლო დანაკარგებისთვის ერონულმა ბანკმა საბანკო სექტორს სარეზერვო ბუფერი დააკისრა, სწორედ ამიტომ 2020-ის გაზაფხულზე „პაშა ბანკმა“ 317 მლნ ლარის პორტფელზე 20 მლნ-მდე რეზერვი შექმნა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ბანკი კაპიტალის გაზრდას გეგმავს.


„სილქ როუდ ბანკი“ კი ერთადერთი იყო, რომელმაც პანდემიური წლის მეორე კვარტალი მოგებით დაასრულა, მისი წმინდა მოგება 2020 წლის 6 თვეში 253,512 ლარი იყო, მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკი 358,804 ლარის ზარალზე გავიდა. ერთი თვის წინ ბანკმა სახელი შეიცვალა და „სილქ ბანკი“ გახდა, სახელწოდების ცვლილების გარდა ის წელს სხვა სიახლეებსაც გეგმავს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up