„პაშა ჰოლდინგი“ ბანკის სათავო ოფისს და სასტუმრო კომპლექსს ააშენებს

„პაშა ჰოლდინგი“ ბანკის სათავო ოფისს და სასტუმრო კომპლექსს ააშენებს

access_time2021-06-17 14:00:35

აზერბაიჯანული კომპანია „პაშა ჰოლდინგი“ საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის სექტორში შედის. თბილისის ისტორიულ უბანში, დოდო აბაშიძის ქუჩაზე ბანკს და სასტუმრო კომპლექსს ააშენებს.  „კომერსანტის“ ინფორმაციით, 7823 კვ.მ „პაშა დეველოპმენტ ჯორჯიამ“ 2015 წელს სახელმწიფოსგან ელექტრონულ აუქციონზე $ 3,555 მლნ–დ იყიდა. პროექტის დეტალებზე კომპანიაში ამ ეტაპზე საუბარი არ სურთ.

 

როგორც მედიაჰოლდინგმა გაარკვია, მრავალფუნქციური კომპლექსი ორი, ა და ბ ბლოკისგან შედგება. ა ბლოკი ბანკის ნაწილი 5–სართულიანია, ხოლო ბ ბლოკი სასტუმროს ნაწილი 8–სართულიანი. ორივე შენობის ფასადები სრულიად შემინულია. კომპლექსის ესკიზი დედაქალაქის მთავრობასთან უკვე შეთანხმებულია. „პაშა დეველოპმენტ ჯორჯია“ ახლა მშენებლობის ნებართვას ელოდება.

 



სასტუმროში 152 ნომერი განთავსდება, რომლებიც 2,3,4,5,6,7 და 8 სართულებზე განაწილებულია. კომპლექს მიწისქვეშ 2 სართული გააჩნია. სასტუმროს ნაწილის პირველ სართულზე განთავსებულია შემოსასვლელი ლობი, ბარი, ლაუნჯი, რესტორანი. პირველი სართულის ანტრესოლი თითქმის სრულიად დაეთმო შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს. მე-8- ე სართულზე, გარდა სასტუმროს ნომრებისა, აგრეთვე განთავსებულია მცირე სავარჯიშო დარბაზი და ბარ-რესტორანი ღია ტერასით.

 




ბანკის ნაწილის 1,2,3 და 4 სართულებზე განთავსებულია საოფისე სივრცეები - როგორც ღია სამუშაო სივრცეები, აგრეთვე დახურული ოთახები. ხოლო მე-5 სართულზე არის საკონფერენციო სივრცე და ტერასა.

 

აღსანიშნავია, რომ „პაშა ჰოლდინგი“ სხვადასხვა ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზარზე წლებია ოპერირებს, შეძლებს თუ არა აზერბაიჯანული კომპანია ჰორეკა მიმართულების გეოგრაფიულ გაფართოვებას, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.




ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up