მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების 2021 წლის რეიტინგში პირველ ადგილს იაპონია იკავებს, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
იაპონური პასპორტით მსოფლიოს ყველაზე მეტ, 191 ქვეყანაშია მოგზაურობა შესაძლებელი.
ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგი, ქვეყნების მიხედვით, ასეთია:
1. იაპონია - 191 ქვეყანა;
2. სინგაპური - 190 ქვეყანა;
3. სამხრეთ კორეა და გერმანია - 189 ქვეყანა;
4. იტალია, ფინეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი - 188 ქვეყანა;
5. დანია და ავსტრალია - 187 ქვეყანა;
6. შვედეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ირლანდია - 186 ქვეყანა;
7. შვეიცარია, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია, ბელგია, ახალი ზელანდია - 185 ქვეყანა;
8. საბერძნეთი, მალტა, ჩეხეთი, ავსტრალია - 184 ქვეყანა;
9. კანადა - 183 ქვეყანა;
10. უნგრეთი - 181 ქვეყანა.
რეიტინგში საქართველოს პასპორტი 51-ე ადგილზეა - ქართული პასპორტით 115 ქვეყანაში მოგზაურობაა უვიზოდ შესაძლებელი.
imedinews.ge