პასუხისმგებლობის დაზღვევა სკოლებისთვის

პასუხისმგებლობის დაზღვევა სკოლებისთვის

access_time2022-03-30 11:45:42

ალდაგმა სპეციალურად კერძო სკოლებისთვის დაზღვევის უნივერსალური პროდუქტი შექმნა, რომელიც სკოლის დამფუძნებლებს დაეხმარება, შექმნან მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემო და თავადაც იყვნენ დაცული გაუთვალისწინებელი მოვლენებისგან. 

 

სკოლების დაზღვევა 360გრადუსიანი მიდგომით იცავს სასწავლო დაწესებულებას სხვადასხვა შესაძლო რისკისგან, რომელიც შეიძლება სკოლაში წარმოიშვას, მაგალითად, ხანძარი შენობაში, საკვებით მოწამვლა, მოსწავლის ფიზიკური დაზიანება და სხვა. 

 

ალდაგის სკოლების დაზღვევა სამ კომპონენტს აერთიანებს: 

 

სკოლის შენობის, ინვენტარისა და ტექნიკის დაზღვევა - სკოლის დაზღვევის შემთხვევაში სასწავლო დაწესებულებას ის ფინანსური ზიანი აუნაზღაურდება, რომელიც მის შენობას ან ინფრასტრუქტურას სადაზღვევო შემთხვევის გამო მიადგა. მაგალითად, მიწისძვრის, ხანძრის ან სტიქიის გამო დაზიანდა შენობა, ინფრასტრუქტურა, შენობაში არსებული მარაგები, საკომუნიკაციო მოწყობილობები, ან საყოფაცხოვრებო ინვენტარი.

მოსწავლეებისა და მშობლების წინაშე სკოლების პასუხისმგებლობის დაზღვევა - ისეთ შემთხვევებს მოიაზრებს როდესაც სკოლაში მომხდარი შემთხვევის გამო მოსწავლე იღებს ფიზიკურ დაზიანებას ან დგება ქონებრივი ზარალი. მაგალითად, სკოლის ტერიტორიაზე ხდება მოსწავლის ჯანმრთელობის დაზიანება ან სადაზღვევო შემთხვევის დროს მოსწავლის ან მისი მშობლის ქონების დაზიანება.


 

სკოლის ტრანსპორტის და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის დაზღვევა - ფარავს რისკებს, რომელიც ავტოტრანსპორტთან და მის პასუხისმგებლობებთან არის დაკავშირებული, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევისგან თავად ტრანსპორტის დაზიანება, ტრანსპორტში მსხდომი მოსწავლეების დაზღვევა უბედური შემთხვევებისგან, მესამე პირის ტრანსპორტის ან ჯანმრთელობის დაზიანება და ა.შ.

 

„ვფიქრობთ, რომ თანამედროვე სკოლას მსგავსი პროდუქტი ესაჭიროება, ერთი მხრივ, რისკების სწორად მართვისთვის და მეორე მხრივ, მშობლებისა და მოსწავლეების წინაშე აღებული პასუხისმგებლობის დასაკმაყოფილებლად. დაზღვევა, რომელსაც სკოლებს ვთავაზობთ, სკოლის ნორმალური ფუნქციონირებისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. ის, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სკოლის მენეჯმენტის ფინანსურ მხარდაჭერას, რომ ისინი მზად იყვნენ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ვითარებისთვის და მეორე მხრივ, უმსუბუქებს მათ ასობით ბავშვისა და მისი მშობლის წინაშე აღებულ ვალდებულებას,“- აცხადებს ალდაგის კორპორატიული დაზღვევის მიმართულების დირექტორი, დავით ეჯიბია.

 

ალდაგის დაზღვევით სკოლებს შეუძლიათ ისარგებლონ დღეიდან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

 

 (R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up