ბრიტანული კომპანია Block Energy აცხადებს, რომ პატარძეულთან, აქამდე დაუმუშავებელ ტერიტორიაზე ნავთობის მარაგი აღმოაჩინა. კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზის თანახმად, ეს აღმოჩენა შესაძლებელი JSR-01 DEEP ტესტირების პროგრამის ფარგლებში გახდა.
JSR-01 DEEP ჭაბურღილი პატარძეულის საბადოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს და JSR-01 ჭაბურღილთან შედარებით, 470 მეტრზე ღრმად, დახრილი კუთხით გაიბურღა, რაც სხვადასხვა ზონების ტესტირების და შესაბამისად, დარჩენილი ნავთობის პოტენციალის შეფასების საშუალებას იძლევა.
ტესტირების საფუძველზე, კომპანიას ახლა პროექტი II-ის განვითარება შეუძლია. ჭაბურღილის დღიური წარმადობა 45 ბარელია. პატარძეულის საბადომ 1975 წლიდან 1985 წლამდე 98 მილიონი ბარელი ნავთობი აწარმოვა. Block Energy-მ ის 2020 წელს შეიძინა. Block Energy საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა/მოპოვებას ახორციელებს.
წყარო: europetime.eu/