სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა, რომელსაც სასამართლომ 15-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პოლიციას ჩაბარდა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას პოლიციაში განუცხადეს.
„ჯეიკობ ზუმა პოლიციაში გამოცხადდა და ახლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა ლირანძუ თემბამ.
ეს სამხრეთ აფრიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელი საპატიმრო სასჯელს იხდის.
სამხრეთ აფრიკის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ჯეიკობ ზუმას სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო 15-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ჯეიკობ ზუმა პრეზიდენტის თანამდებობას 2009-2018 წლებში იკავებდა, შემდეგ კი კორუფციული სკანდალების ფონზე გადადგა.
imedinews.ge