პატრიარქი - ქართული სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა

პატრიარქი - ქართული სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა

access_time2021-02-21 13:30:29

ქართული სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული,ჩვენი კონსტიტუციაც, რომელიც ცივილიზებული სამყაროს სამართლებივ დოქტრინებს ეყრდნობა და იცავს თანასწორობის, შემწყნარებლობის, არჩევანის თავისუფლების, მოყვასის სიყვარულის ღირებულებებს, ამ თვალსაზრისით სათავეს, ძირითად, ქრისტიანობიდან იღებს.

„1921 წლის 21 თებერვალს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის დიდად მნიშვნელოვან სამართლებრივ დოკუმენტს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მისი დამტკიცებიდან სულ რამდენიმე დღეში მოხდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, საქართველოს კონსტიტუციამ მაინც შეასრულა ეროვნულ-გამათავისუფლებელი იდეის ფუნქცია, რაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული თვითმყოფადობისთვის ბრძოლა ეკლესიის წიაღშიც მწიფდებოდა; ამიტომაც იგი იმპერიული ძალებისათვის განსაკუთრებული დევნისა და შევიწროვების სამიზნეს წარმოადგენდა, თუმცა ამ პროცესში ჩვენი რწმენაც და თვითშეგნებაც უფრო ძლიერდებოდა.

შემთხვევითი არ არის, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტის მიღებამდე ერთი წლით ადრე, ანუ 1917 წელს, სწორედ საქართველოს ეკლესიამ შეძლო ავტოკეფალიის აღდგენა და სერიოზული ბიძგი მისცა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის რეალური ნაბიჯების გადადგმას.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 1991 წლის 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელმეორედ გამოცხადებას ისევ ერთი წლით წინ უსწრებდა საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ.


საქართველოს ეკლესია როგორც XX საუკუნეში, ისე თავისი არსებობის მანძილზე, ყოველთვის მხარში ედგა ქვეყანას და მის სახელმწიფოებრიობას. ამიტომაც საქართველოს მთელმა საზოგადობამ მხარი დაუჭირა საქართველოს ისტორიაში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას და საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის სუბიექტად მის გახდომას, რის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფომ, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ, 2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს ეკლესიასთან დადო კონსტიტუციური შეთანხმება.

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მსგავსი იურიდიული ძალის მქონე სხვადასხვა ხელშეკრულება ევროპის არაერთ ქვეყანაშია გაფორმებული, თუმცა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის საქართველო ამ მხრივ არის გამორჩეული და ეს ჩვენი საკონსტიტუციო სივრცისათვის დამახასიათებელ ფაქტს წარმოადგენს.

უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს ეკლესიამ გარკვეული წვლილი შეიტანა საქართველოში სიკვდილით დასჯის სასჯელის გაუქმების საქმეში, რითაც ხელი შეუწყო სიცოცხლის განსაკუთრებულ მნიშვნელობასთან მიმართებაში ქრისტიანული აზროვნების დამკვიდრებას. ჩვენი კონსტიტუციაც, რომელიც ცივილიზებული სამყაროს სამართლებივ დოქტრინებს ეყრდნობა და იცავს თანასწორობის, შემწყნარებლობის, არჩევანის თავისუფლების, მოყვასის სიყვარულის ღირებულებებს, ამ თვალსაზრისით სათავეს, ძირითად, ქრისტიანობიდან იღებს.

ქართული სახელმწიფოებრიობისა და კონსტიტუციის დაცვა თითოეული ადამიანის მოვალეობაა, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, ხოლო საკონსტიტუციო სუბიექტებს: საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას, პარლამენტს, სასამართლოს და, ასევე, ეკლესიას მართებთ ჩვენი მოქალაქეების სულიერი და მატერიალური კეთილდღეობისათვის ისეთივე ზრუნვა, როგორც ამას იჩენდნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლას შეწირული ჩვენი ერის ღირსეული მამულიშვილები.

ღმერთმა შეგვაძლებინოს ჩვენი ვალის აღსრულება!

ღმერთმა დალოცოს საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ერი!“, - ნათქვამია მიმართვაში.

Ipn.ge

თეგები:
პატრიარქტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up