სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, პატრიარქმა ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით საპატრიარქოში მისცა.
"ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომლებიც დღეს საქართველოშია, დადებითად იქნება გადაწყვეტილი," - განაცხადა პატრიარქმა ხმის მიცემის შემდეგ.