PayBox და Georgian Bus, ერთგულ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობენ: პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოში პირველად, მომხმარებლებს შეუძლიათ სწრაფად და მარტივად, PayBox-ის ნებისმიერი ტერმინალიდან, შეიძინონ სამგზავრო ბილეთები.
პირველი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი საქართველოში - PayBox, მომხმარებლებს 2007 წლიდან, ნებისმიერი ფინანსური ოპერაციის განხორციელებას, ერთ სივრცეში სთავაზობს. კომუნალური გადასახადები, საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, სამგზავრო ბარათის შევსება, ბილეთების შეძენა, პარკირების გადასახადი, მობილური ბალანსის შევსება თუ ნებისმიერი სხვა სახის აუცილებლობა, 15 წელზე მეტია PayBox-ის ინოვაციურ ციფრულ პროდუქტებს უკავშირდება. ამჯერად კომპანიამ მომხმარებლებს კიდევ ერთი სერვისი, Georgian Bus-ის სამგზავრო ბილეთების შეძენა შესთავაზა.
რაც შეეხება, Georgian Bus-ს, ესაა ერთადერთი კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან უზრუნველყოფს მგზავრების კომფორტულ და უსაფრთხო ტრანსპორტირებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, თანაც ფრენების განრიგის შესაბამისად.
2022 წლის ივლისიდან, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, PayBox-ის ნებისმიერი ტერმინალიდან, Georgian Bus-ის სამგზავრო ბილეთების შეძენა განსაკუთრებულ ფასადაა შესაძლებელი:
- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – თბილისი ან პირიქით – 15 ლარი (25 ლარის ნაცვლად)
- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – ბათუმი ან პირიქით – 15 ლარი (20 ლარის ნაცვლად)
- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – ქალაქი ქუთაისი ან პირიქით – 10 ლარი (15 ლარის ნაცვლად)
ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!
(R)