ონლაინ-გადახდების მსოფლიო სისტემა PayPal აპირებს კრიპტოვალუტების განაღდების ფუნქცია დაამატოს. ამის შესახებ კომპანიის ვიცე-პრეზიენტმა ხოსე ფერნანდეს და პონტემ განაცხადა.
„კლინეტბს სურთ, ჩვენთან მოიტანონ საკუთარი კრიპტოვალუტა, მათი საყიდლებზე გამოსაყენებლად, ჩვენ კი გვსურს, მათ შეძლონ ჩვენგან ვალუტის მიღება და მისი გამოყენება სურვილისამებრ“ - ციტირებს PayPal-ის წარმომადგენელს პორტალი CoinDesk.
და პონტეს არ დაუკონრკეტებია როდის გახდება ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომი.
ცნობილია, რომ 2020 წლის ნოემბერში PayPal-მა უფლება მისცა ამერიკელ კლიენტებს ოპერაციები შეესრულებინათ კრიპტოვალუტებით, ხოლო 2021 წლის მარტიდან ამერიკელ კლიენტებს კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორების განხორციელების ნება დართეს.
BPN.GE