საგადახდო სისტემამ PayPal რუს მომხმარებლებს თხოვნით მიმართა, 18 მარტამდე საკუთარი ანგარიშებიდან თანხა გაიტანონ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
PayPal-ში აცახდებენ, რომ ამ დროისთვის ინარჩუნებენ თანხის გატანის ფუნქციას, თუმცა მომავალში ამის გარანტიას არ იძლევიან.
კომპანიამ 5 მარტს შეაჩერა მუშაობა რუსეთში. მანამდე Альфа-банк-მა მოუწოდა საკუთარ კლიენტებს გადაამოწმონ ელექტრონული საფულეები, რათა მოასწრონ თანხის გატანა მანამდე, სანამ PayPal სრულად შეწყვეტს რუსეთში საქმიანობას.
მანამდე, საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს მსოფლიოს უმსხვიელესმა საგადამხდელო კომპანიებმა Visa, Mastercard, American Express-მა და JCB-მ.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"