თურქული კომპანია Pegasus Airlines-ი თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის ოპერირებას იწყებს. ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე პირდაპირი ავიარეისების შესრულებას ავიაკომპანია ნოემბრიდან შეუდგება. ავიაკომპანიას ბილეთების რეალიზაცია ჯერჯერობით არ გაუხსნია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით კომპანია ოპერირებას კვირაში 2 სიხშირით მოახდენს.
ავიაბილეთების ღირებულება კი 39.99 დოლარიდანაა.
აღსანიშნავია, რომ ანკრა-თბილისი-ანკარას მიმართულებაზე რამდენიმე წელია Turkish Airlines-ი ოპერირებს.