ჟვანიას მოედანსა და პეკინის გამზირზე არსებულ გზაგამყოფთა რიგში სანიტარიული ჭრისსამუშაოები განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, 33 ძირი დაავადებული და ზეხმელი ფიჭვი მოიჭრება.
სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. სპეციალურიტექნიკითკუნძებისჩაბურღვაც განხორციელდებადა დაავადებული ხეების ნაცვლად,დიდტანოვანი მწვანე ნარგავებიდაირგვება.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი ადგილზე გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ ფიჭვის ხეებზე გავრცელებულია TomicusDestruens სახეობის მავნებელი მწერი, რომელმაც დაავადების ზრდა გამოიწვია. ზემოაღნიშნული მავნებელი მწერები, როგორც წესი, ფიჭვის ხეებს აზიანებენ და სხვა სახეობის წიწვოვანებზეარ ვრცელდებიან.
სანიტარიულ ჭრებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ განახორციელებს.